როცა დისბალანსს გრძნობთ იმაში, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, "რჩევების" რედაქცია მერილინ მიურეს ტესტის გავლას და თქვენი ყოფის სურათის შეხედვას გირჩევთ.
პრიორიტეტები ცხოვრებაში
მერილინ მიურე - "ტრავმების, ძალადობის და დეპრივაციის შედეგის მკურნალობის" კურსის ავტორია და ინდივიდუალური და ოჯახური თერაპიის თეორიული მოდელის შემქმნელია. ის ბევრ ტრენინგებს ატარებს და უშვებს წიგნებს, რომლეიც ადამიანებს თავისი პრობლემების გარკვევაში ნამდვილად ეხმარება. სიახლოვის, პასუხისმგებლობის და გავლენის წრე - საკმაოდ ცნობილი მეთოდის საფუძველია, რომელიც საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობას იმწამსვე გიჩვენებთ.
ასე რომ, აიღეთ ფურცელი და კალამი და სქემა შეავსეთ. მასში ყველა და ყველაფერი მოათავსეთ, რაც შენთვის ახლოა. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი, საქმე, სამუშაო, ჰობი. ეს დაუფიქრებლად გააკეთეთ, რაც თავში მოგივათ.
თქვენ გარკვეული სქემა გამოგივათ, რომელსაც შემდგომში გავაანალიზებთ. იდეალურია, თუ ასე იქნება. 1-ელ წრეში თქვენ და ღმერთი უნდა იყოთ, რადგან მთელი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით. ღმერთი, როგორც დამცველი ისე უნდა იყოს. მასთან არაა აუცილებელი მხოლოდ რწმენა იყოს ასოცირებული, ეს შეიძლება იყოს სინდისი, მორალური პრინციპები, რეალობა.
მე-2 წრე განკუთვნილია მათთვის, ვისთანაც საწოლს ჰყოფთ - ცოლი/ქმარი. თუ ამ ადგილას ვიღაც სხვა არის, ეს პირად ცხოვრებაში პრობლემებზე მიგვანიშნებს. თუ მეუღლე არ გყავთ - ეს ადგილი ცარიელი და დაუკავებელი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ადრე თუ გვიან პარტნიორი გამოჩნდება. მე-2 წრის მეორე განყოფილება ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, განსაკუთრებით თუ ისინი თქვენთან ცხოვრობს.
მე-3 წრე ნათესავებისთვის არის. 4,5,6 წრე - მეგობრების, სამსახურის, გართობის, შინაური ცხოველების და სხვა რამეებისთვის არის განკუთვნილი, რომლითაც თქვენი ცხოვრება არის სავსე.
აი, ასეთი წრის მოდელი ხშირია ქალების ცხოვრებაში. ისეთი შეგრძნებაა თითქოსდა, ქალები საკუთარ ცხოვრებაში არ არსებობენ. სამაგიეროდ მის ცხოვრებაში ბევრი ქმარია. სამსახური საჭირო ადგილას არ არის და ბავშვის ადგილს იკავებს. შვილი კი იმყოფება იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს ქმარი. ეს იმას ნიშნავს რომ ან ბავშვები აზის მშობლებს კისერზე, ან პირიქით ქმარი გაიქცა ან სხვა ქალაქში გადავიდა.
თუ თქვენც ურთიერთკავშირის მსგავსი სისტემა გაქვთ, სადაც თქვენთვის ადგილი არ რჩება ან სამსახური ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანია, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. დაფიქრდით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ამა თუ იმ ადამიანთან, რატომ აყენებთ საკუთარ თავზე მეტად, გაქვთ თუ არა კომპლექსები ან შიშები, ამ ადამიანთან ურთიერთობა ორივესთვის სასარგებლოა თუ არა. ასევე ამ ადამიანთან ურთიერთობისას თქვენ შეგრძნებებზე დაფიქრდით: კმაყოფილი ხართ მის გვერდით, მოდუნებული თუ დაძაბულობას გრძნობთ?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, საკუთარ თავს უფრო მეტად გაუგებთ. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ბევრი რუტინაა, რომ ყველაზე მთავარი გვავიწყდება და მათ შორის საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ფსიქოლოგი იყოთ და თვითგაცნობიერებას უფრო მეტი დაუთმოთ, რომ ცხოვრებიდან სწორი დასკვნები გააკეთოთ და მის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ.
გვიამბეთ კომენტარებში, ფსიქოლოგიურ ტესტებზე რას ფიქრობთ. ასევე ეს ინფორმაციული სტატია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!