» » » მაჩვენეთ, როგორ ჭამთ და თქვენ შესახებ ყველაფერს გეტყვით

მაჩვენეთ, როგორ ჭამთ და თქვენ შესახებ ყველაფერს გეტყვით

თქვენ როგორ გირჩევნიათ ჭამა? ნელა, საკვების მცირე ნაჭრებად დაყოფით და კარგად დაღეჭვით, თუ სწრაფად, დაუყონებლივ? როგორც აღმოჩნდა, ყველაფერ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენ შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. 

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ თქვენი კვების ჩვევა ხასიათის რომელ ძირითად ნიშნებზე გვიამბობს. 

საკვები ქცევა

1. თქვენ სწრაფად ჭამთ

თუ სუფრაზე 10 წუთზე მეტ ხანს არასდროს ჩერდებით და საკვების დიდხანს გადამუშავებას მიჩვეული არ ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აქტიური ადამიანი ხართ და რამდენიმე ადგილას ერთდროულად ყოფნას ცდილობთ. ყველაფრის მოსწრებას და ყველგან ყოფნას ცდილობს, ანუ ტრაპეზისთვის ბევრი დრო არ გაქვთ. 

დიეტოლოგების თქმით, ასეთი ადამიანები ძალიან გულუხვები არიან და მზად არიან ადამიანების გულისთვის ყველაფერი გააკეთონ. მათ დიდი და კეთილი გული აქვთ, ყველაზე ერთგულნი და საიმედო მეგობრები არიან. 



2. თქვენ მიირთმევთ ნელა

თუ მიჩვეული ხართ საკვების თითოეული ლუკმით სიამოვნების მიღებაზე, ჭამთ ნელა, თქვენ იმ ადამიანებს შორის ხართ, ვინც ცხოვრებას თავისი პატარა სიხარულებით აფასებს. ასეთი ადამიანები აქ და ახლა ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას, წამით ტკბობას. ისინი კარგ კერძს, კარგ ადამიანებს და ლამაზ ადგილებს აფასებენ. ცხოვრება - ეს წუთია. ისინი ამას სხვა ადამიანებზე უკეთ ხვდებიან. 



3. თეფშზე საჭმელს მხოლოდ გარკვეული წესით ჭამთ

თუ თეფშზე საჭმელის დალაგება გიყვართ, რომ ყველაფერი ერთმანეთისგან დაცალკევებული იყოს, თქვენ ცხოვრებაში ყველაფრის დაგეგმვა გიყვართ. მშვიდი, გონიერი და ძალიან დისციპლინირებული ხართ. თქვენ იცით, თუ რა გჭირდებათ, თქვენ კონკრეტული მიზანი გაქვთ, მაგრამ მისკენ დაუფიქრებლად მიდიხართ. იცით, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ, იცით თუ როგორ მიაღწიოთ მიზანს და საბოლოოდ ყოველთვის იმას ღებულობთ, რაც დაგეგმილი გაქვთ. 



4. თეფშზე საკვები ქაოტურად აწყვია

კოტლეტი, ზემოდან გარნირი, ამის ზემოთ კი სოუსი.. ეს თქვენ შესახებ არის? მაშინ შეიძლება ითქვას რომ თქვენ იმპულსური, თავისუფალი და ცხოვრების დიდი სურვილის მქონე ადამიანი ხართ. ცხოვრებაში ყველაფრის გამოცდას ცდილობთ: ახალი თავგადასავლები, ახალი ჰობი, სხვადასხვა პროფესია. ამასთან ცხოვრებაში პრიორიტეტების დალაგებას და საღად აზროვნებას ახერხებთ. 



5. საკვებს წვრილად ჭრით

ეს თქვენ შესახებ არის? დიეტოლოგები ამბობენ, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ორგანიზებულები არიან და სტაბილურობა სჭირდებათ. მათ ყველაფერის წინასწარ დაგეგმვა უყვართ, ასევე მათ დიდი ამბიცია და ოცნება აქვთ. ისინი დიდებული სტრატეგები არიან, რომელთაც გეგმის შედგენა და მისი წვრილმანებამდე შესრულება შეუძლიათ. 



6. თქვენ ხმამაღლა ჭამთ

შეგხვედრიათ ასეთი ადამიანები? ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა ღეჭავენ და ჭამენ, მათ ძალიან დიდი სულისკვეთება აქვთ, გარშემომყოფების აზრზე დამოკიდებულნი არ არიან. თავს არ იზღუდავენ და თანამოსაუბრის წყენინებაც შეუძლიათ. თუ რამეს თქმა სურთ, აუცილებლად იტყვიან. ასეთები, როგორც ამბობენ სიტყვას ჯიბეში ძებნას არ დაუწყებს. 



7. თეფშს თასი გირჩევნიათ

სადილის ან საკვების მირთმევა მცირე ზომის სალათის თასიდან უფრო მოსახერხებელია? მაშინ თქვენ უნიკალური და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. თქვენი აზროვნება სტანდარტულ ჩარჩოებს არ შეესაბამება, თქვენ მუდმივად ძიებაში ხართ. თქვენ გარშემო სამყაროთი ტკბებით, მის სრულყოფას ცდილობთ და ნივთების სხვა დანიშნულების მოძებნას ცდილობთ. თქვენ განსაკუთრებული ადამიანი ხართ და ეს ძალიან მიმზიდველს გხდით. 



8. პარტნიორის თეფშიდან საკვებით სიამოვნებას ღებულობთ

​თქვენთვის საზღვარი არ არსებობს. ფიქრობთ, რომ თქვენთვის ყველაფერი შეიძლება. თქვენთვის პირადი საზღვრები და ჩარჩოები არ არსებობს, ხალხთან ძალიან ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობთ. ადამიანები გულახდილობის და ცნობისმოყვარეობის გამო გაფასებენ. სწორედ ამის წყალობით თქვენი ურთიერთობები სიყვარულით და სინაზით არის სავსე: ხშირად ეხუტებით ადამიანებს, მათთან გულახდილი ხართ და საიდუმლოებებს უზიარებთ. 



9. მხოლოდ ერთი სახეობის საკვები ერთ თეფშზე

​სალათა ერთ თეფშზე, გარნირი მეორეზე. ეს თქვენ შესახებ არის? მაშინ თქვენ დისციპლინირებული, მიზანმიმართული და მეთოდური ადამიანი ხართ. ყველაფერი დაგეგმილი გაქვთ. ცხოვრების ყოველ პერიოდს აფასებთ და ამით სიამოვნებას ღებულობთ. ჩვეულებრივ შეუცვლელი კონსერვანტი ხართ, მაგრამ იშვიათად თქვენ გულში რაღაც ახალისთვის ადგილი რჩება. 



10. თქვენ ნებისმიერ საკვებს ბუტერბროდად აქცევთ

თუ ერთ საკვებს მეორეზე აწყობთ, თქვენ კონფორმისტი ხართ. მზად ხართ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოთ, ასევე ყოველთვის შეიძლება ადამიანს თქვენი იმედი ჰქონდეს. თქვენ ურყევი და ჯიუტი ხართ, ამასთან საკმაოდ პროგნოზირებადი. ახლობლებთან ურთიერთობაში ეს შეიძლება ზედმეტი იყოს. 



საინტერესოა, სიმართლეა არა? ვინ იფიქრებდა, რომ ხასიათი გავლენას ახდენს ჩვენი კვების ჩვევაზე. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა! თქვენ ყველაფერი დაგემთხვათ? როგორ ტიპს მიეკუთვნებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.