ჩემს მეუღლეს ფსორიაზი დაემართა. კანი ისეთ დღეში ჩაუვარდა, რომ ვეღარავის ენახვებოდა. რა საშუალება არ ვცადეთ, მაგრამ არაფერმა უშველა. შემდეგ ერთმა ახლობელმა მირჩია, ორკბილას ნახარში ასვი და კანზეც უსვიო. ვცადეთ და მართლაც მოუხდა, ორიოდე თვეში შინიდან გასვლაც შეძლო და უწინდებური ხალისიც დაიუბრუნდა.
- ორკბილას ნახარში ძალიან ადვილი მოსამზადებელია: 3 სუფრის კოვზ დაფშვნილ, გამხმარ ბალახს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი, დადგათ ნელ ცეცხლზე და 5 წუთი ადუღოთ, შემდეგ თავდახურულ ჭურჭელში გაცივებამდე გააჩეროთ და გაწუროთ. უნდა სვათ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს.
- საფენებისთვის ნახარში იმავე წესით მოამზადეთ, ოღონდ ნახევარი ულუფა. შიგ დაასველეთ ტილოს ნაჭერი, ოდნავ გაწურეთ და დილა-საღამოს დაიფინეთ დაზიანებულ კანზე.
დამატებითი რეცეპტები:
- 60 გრ იაპონური სოფორას ყვავილს, ან ნაყოფს დაასხით 0,5 ლ არაყი და გააჩერეთ 1 თვის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3-4 თვის განმავლობაში. თუ არყის მიღება თქვენთვის არ შეიძლება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახარში: 1 ს/კ სოფორას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში ღამის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-4-ჯერ დღეში.
- აიღეთ ორკბილას ბალახი - 15 გრ, დიდგულას ყვავილი - 10 გრ, კრაზანას ფესვი - 10 გრ, კოთხუჯის ფესვი - 15 გრ, სიმინდის ულვაში - 10 გრ, წითელი მოცვის ფოთოლი - 10 გრ, შვიტას ბალახი -10 გრ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ ჭამამდე და ჭამის შემდეგ.
- 40 წვეთი სოჭის ზეთი ჩაასხით აბაზანაში. ამადვროულად, უნდა მიიღოთ 5-9 წვეთი სოჭის ზეთი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 7 აბაზანა.
- ფსორიაზის დროს კარგია ბალახების აბაზანების მიღება: აიღეთ ტირიფის ქერქი -3 წილი, კატაბალახას ფესურა - 1 წილი, სელის თესლი - 4 წილი, კრაზანას ბალახი - 3 წილი, ბეგქონდარას ბალახი- 2 წილი, სამყურას ყვავილი - 4 წილი, მამულას ბალახი - 2 წილი, გულყვითელას ყვავილი - 2 წილი. 100-150 გრ ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 5 ლ. თბილი, ანადუღარი, წყალი, დაახურეთ და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 სთ, გაწურეთ და დაუმატეთ აბაზანას. აბაზანის წყლის ტემპერატურა - 31-35 გრადუსი. აბაზანის ხანგრძლივობა - 15-20 წთ. დღეგამოშვებით მკურნალობის კურსი - 12-15 აბაზანა.