» » » მეგობარმა მასწავლა თირკმლის დაავადებების ხალხური რეცეპტები, რომლებიც ძალიან მომიხდა

მეგობარმა მასწავლა თირკმლის დაავადებების ხალხური რეცეპტები, რომლებიც ძალიან მომიხდა

რამდენიმე წლის წინ შემაწუხა თირკმელებმა, დამერღვა შარდვა. მივედი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევები და დამისვეს გლომერულონეფრიტის დიაგნოზი. მეგობარმა მასწავლა ხალხური რეცეპტები, რომლებიც ძალიან მომიხდა.

  • ჩაასხით ჭურჭელში 600 მლ წყალი, ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი არყის ხის დაქუცმაცებული ყლორტი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ სითხე არ განახევრდება. გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • საშარდე სისტემიდან ქვიშისა და პატარა კეჭების გამოდევნისათვის გამოიყენება ჭინჭრის თესლის ნახარში. წამალი ასე მზადდება: ორი მუჭა ჭინჭრის თესლი ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ. დაიყვანეთ 1 ლიტრამდე. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ღვინის ჭიქით (ჭინჭრის თესლი ჩრდილში გამხმარი უნდა იყოს). თუ გამოკვლევებით დადგენილი გაქვთ დიდი ზომის კენჭი, წამლის მიღება რეკომენდებული არ არის.

  • პიელონეფრიტი (თირკმლის დაავადება ) თუ გაწუხებთ - აურიეთ ერთმანეთში 10 გ ასკილის დაქუცმაცებული ფესვები, 10 გ ასკილის ნაყოფი, 10გ კრაზან (ბალახი), 10 გ შავბალახა, 10 გ სამფეროვანი ია. სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 200 გ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ ერთი მეოთხედი ჩაის ჭიქა, 6-8-ჯერ დღეში.

  • თირკმლის ჩაის სისტემატური მიღება რეკომენდებულია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებათა დროს. იგი ძალზე ეფექტური საშუალებაადა ამასთან უკუჩვენება არ აქვს. თირკმლის ჩაის ნაყენის მოსამზადებლად: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. სვამენ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 2-ჯერ, ჭამის წინ, 30 წუთით ადრე.

  • ხალხურ მედიცინაში სტაფილო გამოიყენება, როგორც შარდმდენი და ქვების დამშლელი საშუალება ( განსაკუთრებით შარდის ბუშტის ქვების დროს). ამ მიზნით უფრო ეფექტიანია სტაფილოს თესლი. თესლისგან ამზადებენ ფხვნილს, რომელსაც იღებენ თითო გრამს დღეში 3-ჯერ. თესლის ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 სუფრის კოვზ სტაფილოს თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 4-5 საათი. მიიღეთ შემთბარი, ღვინის ჭიქით 3-ჯერ დღეში.

  • ბოლოკის წვენი კარგი საშუალებაა საშარდე სისტემისა და სანაღვლე გზების კენჭოვან დაავადებათა დროს. იგი გამოიყენება აგრეთვე ქრონიკულ ქოლეცისტიტის დროსაც. მიიღეთ ბოლოკის წვენი სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში.

  • ხალხურ მედიცინაში იასამნის ყვავილებს იყენებენ თირკმლისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. 1 ჭიქა ყვავილს დაასხით 0,5 ლ არაყი, გააჩერეთ ერთი კვირა. გაწურეთ და მიიღეთ ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში.

  • თირკმლის კენჭოვანი დაავადებისას მეტად ეფექტიანი საშუალებაა ხახვის წვენი, დალიეთ ჩაის კოვზით, 2-3-ჯერ დღეში.

  • შარდის შეუკავებლობის დროს კარგია რძეში მოხარშული გახეხილი ბოლოკის მიღება: გახეხეთ 1 საშუალო ზომის ბოლოკი, მოხარშეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში, ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მთლიანი მასა მიიღეთ ულუფებით, დღის განმავლობაში.

  • ბავშვს შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, მიეცით ნატურალური თაფლი სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში, განსაკუთრებით ძილის წინ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.