» » » მეგობარმა ვენების სამკურნალოდ ნივრის კომპრესები მირჩია. ვსინჯე და მართლაც მიშველა

მეგობარმა ვენების სამკურნალოდ ნივრის კომპრესები მირჩია. ვსინჯე და მართლაც მიშველა

ეს რამდენიმე ხანია, ვენები მაწუხებს, ზაფხულში კი ტკივილი და ფეხების სიმძიმე სულმთლად გაუსაძლისი გახდა. მეგობარმა ეს კომპრესი მირჩია. ვსინჯე და მართლაც მიშველა - მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, კარგა ხანია, ვენებს თავი აღარ წამოუყვიათ. აი რეცეპტიც:

კომპრესისთვის დაგჭირდებათ:
  • ნიორი
  • 2 წილი ნაღების კარაქი

მომზადების და გამოყენების წესი:

აიღეთ თეთრი ნიორი ( ნივრის კანი უნდა იყოს თეთრი და არა მონაცრისფრო), დანაყეთ ან გახეხეთ, შემდეგ 1 წილს შეურიეთ 2 წილი ნარების კარაქი, კარგად აურიეთ და ეს ნარევი დაიდეთ გამობერილ ვენებზე. დააფარეთ პერგამენტი, შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ.

ასეთი კომპრესი გაიკეთეთ ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. დილით ფეხები დაიბანეთ, გადაიხვიეთ ელასტიკური ბანდი და ჩაიცვით წინდები.

აქვე გასწავლით ნივრის ზეთის დამზადების წესსაც:

საშუალო ზომის ერთი თავი ნიორი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა (200 მლ) არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი. დადგით მაცივარში ქვედა განყოფილებაში. მიღების დროს ერთი ცალი ლიმონი დავარბილოთ, მოვჭრათ ბოლო (ყუნწის მხარეს), გამოვწუროთ ერთი ჩაის კოვზი წვენი და გადავასხათ სუფრის კოვზზე. ამ სუფრის კოვზზე დავამატოთ ნიორის ზეთი და ავურიოთ. მიიღეთ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 1-დან 3 თვემდე. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ კურსი. ხსნის თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმებს, გულის სპაზმებს, უჰაერობას, გამოიყენება სკლეროზის დროს; საუკეთესო სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებაა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.