ჩემს გოგონას გარდატეხის ასაკში სახეზე უხვი გამონაყარი გაუჩნდა. წავიყვანე ექიმთან, გავუკეთე ანალიზები, დაუნიშნეს მკურნალობა. პირველ ხანებში შედეგი თითქოს იყო, მაგრამ საბოლოოდ სახე მაინც არ გაეწმინდა. მეგობარმა ქრისტესისხლას ნაყენი მირჩია. შედეგი მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა. გთავაზობთ რეცეპტებს:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლა, დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გააჩერეთ 6 საათი და გადაწურეთ. ღამით, დაწოლამდე 15 წუთით ადრე გაიკეთეთ ამ ხსნარის საფენები. შედეგი 5 დღეში შესამჩნევი გახდება.
- კარგია ქრისტეტისხლას წვენიც - დროდადრო სახეზე უნდა წაისვათ და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ. თავდაპირველად მუწუკებმა შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ მეორე-მესამე წასმის შემდეგ აუცილებლად გაგივლით.
- აიღეთ 30 გრამი დაჭრილი დინდგელი, დაამატეთ 80 გრამი ნაღების კარაქი ან ვაზელინი, კარგად აურიეთ, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააჩერეთ 15 წუთი, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ცხელ-ცხელი გაწურეთ დოლბანდში და გააცივეთ. ისვით კანის პრობლემურ უბნებზე.
- გარდა ამისა, გირჩევთ, პირი იბანოთ ნაძვის წიწვების ნახარშით (2 მუჭა წიწვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში).