» » » სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი ძირითადი 9 წესის დაცვა...

სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი ძირითადი 9 წესის დაცვა...

სტენოკარდია წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელიც განპირობებულია კორონალური სისხლისმიმოქცევის დარღვევით. დაავადება ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა გულის კუნთი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის სისხლს, საკვებ ნივთიერებებს და განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს. ჩნდება მკვეთრი ტკივილი მკერდში, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთს. ტკივილი შეტევითი ხასიათისაა, ხშირად გადაეცემა მარცხენა ხელში, მარცხენა მხარში, ბეჭის ქვეშ. ზოგჯერ სტენოკარდიის შეტევა იწყება ღამით (მოსვენების სტენოკარდია). ეს შეტევები ითვლება უფრო საშიშად, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება შორსწასულია და აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

სტენოკარდიის შეტევები შეიძლება იყოს იშვიათი, 1-2-ჯერ კვირაში ან ხშირი - რამდენჯერმე დღეში. ჩვეულებრივ, ერთ-ერთი მძიმე შეტევა ვითარდება გულის კუნთში ნეკროზული კერის გაჩენით (მიოკარდიუმის ინფარქტი), შემდგომში ამ უბანზე ნაწიბუროვანი ქსოვლის წარმოქმნით.
ისეთი დაავადებები, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა, სიმსუქნე და დიაბეტი, ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის ადრეულ განვითარებას და სტენოკარდიის პირველი სიმპტომების გამოვლინებას.

სტენოკარდიის დროს აუცილებელია შემდეგი ძირითადი წესების დაცვა:
  1. გამორიცხეთ საკვებიდან ცხოველური წარმოშობის ყველა ცხიმი;

  2. უარი თქვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, როგორც ქოლესტერინის წყაროზე (განსაკუთრებით ისეთებზე, როგორიცაა ტვინი, კვერცხის გული, არაჟანი, კარაქი, ნაღები, ყველი, თირკმელი, ღვიძლი);

  3. დღეში ორჯერ გაისეირნეთ, თან იქონიეთ ნიტროგლიცერინის ტაბლეტები;

  4. ტკივილის შეტევების ასაცილებლად საჭიროა მივიღოთ წამალი მოსალოდნელ შეტევამდე;

  5. არ შეიძლება მთაზე ან მაღალ სართულებზე დამრეცი საფეხურებით ასვლა, სიმძიმის ტარება და ცივი ქარის დროს სეირნობა;

  6. არ შეიძლება ფიზიკური შრომა, ფიზიკური ვარჯიში, არ უნდა მივიყვანოთ თავი ფიზიკურ და ნერვულ გადაღლამდე;

  7. თვალყური ადევნეთ ნაწლავთა დაცლის რეგულირებას, საჭიროების შემთვევაში გამოიყენეთ საფაღარათოები;

  8. მინიმუმამდე დაიყვანეთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, უმჯობესია, სრულიად უარი თქვათ მათზე, რადგან ალკოჰოლი არღვევს ნივთიერებათა ცვლას;

  9. უარი თქვით მოწევაზე, რადგან ნიკოტინი წარმოადგენს სისხლძარღვთა შემავიწროებელ ძლიერ შხამს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.