ქვემოთ შევჩერდებით რამდენიმე მომენტზე, რაც განსაკუთრებით არ უყვარს სასიცოცხლო ორგანოს.
- არასწორი კვება.
დაკონსერვებული, ცხიმიანი პროდუქტები, შემწვარი და მოხრაკული ხელოვნური დანამატებით. თუ ამავდროულად თქვენს რაციონში არასაკმარისად არის ახალი ხილი და ბოსტნეული, კენკრა და მწვანილეული, თევზეული, სუფთა წყალი, ფაფეული, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის "გამომუშავების" შანსი კიდევ უფრი იზრდება. - უმოძრაო ცხოვრების წესი.
თუ მიდმივად სარგებლობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მანქანით, ხოლო საღამოებს ატარებთ ტელევიზორთან, ამასთან აუზებისა და სპორტული დარბაზების გზაც არ იცით, გაქვთ მჯდომარე სამუშაო, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი გული კარგ დღეში არ იქნება და შეიძლება დაავადდეს. - ზედმეტი წონა.
ეს მნიშვნელოვნად ზრდის გულის დატვირთვას. ამიტომაც რაც უნდა დაგიჯდეთ, დაიკელით. სხეულის თითოეულ კილოგრამს სჭირდება 2 კილომეტრამდე კაპილარი. თუ თქვენი წონა 5 კილოგრამით გაიზარდა, გულმა 10 კმ-ით მეტი უნდა გადააგოროს. - მავნე ჩვევები.
ალკოჰოლი გულზე კარგად არ მოქმედებს. განსაკუთრებით მავნეა ის, როდესაც ყოველდღე სვამენ. ალკოჰოლიკებს გული ძლიერ ეფიტებათ. მათ აღენიშნებათ ძლიერი ცვლილებები სისხლძარღვებში (გაიხსენეთ ლოთების წითელი ცხვირი). სადღაც - მუდმივად ზედმეტად გაფართოებული სისხლძარღვები, სადღაც კი - სპაზმები, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთების სპაზმები... ეს ყველაფერი ორგანიზმის მძიმე მდგომარეობის მაჩვენებელია, რომლის დროსაც გული და ტვინი ყველაზე მეტად წუხს.
დამტკიცებულია აგრეთვე, ნიკოტინის დამანგრეველი მოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე. აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკებზე, რადგან ის, ვინც ამ უბედურებას თავისთან ახლოს მიუშვებს, ყოველგვარი საშინელებისათვის სწირავს თავს საკუთარი ნებით. - ემოციური გადატვირთვა.
ამას ერთ-ერთი უპირველესი მნიშვნელობა აქვს გულის მდგომარეობისათვის.
სიხარული ისევე მნიშვნელოვანია გულისთვის, როგორც უარყოფითი ემოციური განცდები. - მემკვიდრეობის ფაქტორი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.