» » 7 ვარჯიში იაპონელი კაცუძო ნიშისგან, რომელთაც ქალის სხეულზე სასწაულის მოხდენა შეუძლია

7 ვარჯიში იაპონელი კაცუძო ნიშისგან, რომელთაც ქალის სხეულზე სასწაულის მოხდენა შეუძლია

ცოტა ხნის წინ გადავაწყდი იაპონელი მკურნალის წიგნს "ჯანმრთელობის სისტემა კაცუძო ნიშისგან". მან ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ისე ზერელედ არ წერია, არამედ ავტორის პირადი გამოცდილების საფუძველზე. 20 წლის ასაკში იაპონელს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს და სწრაფ სიკვდილს ელოდნენ. თუმცა ის არ დანებდა და ცხოვრებისადმი ბრძოლა გააგრძელა. მან ეს შეძლო, საკუთარი თავი თავად განკურნა და დიდხანს და ნაყოფიერად იცხოვრა. 



მთელი ცხოვრება საკუთარი სისტემის შექმნას და გაუმჯობესებას მიუძღვნა. მასში გაერთიანებულია სიბრძნე ძველი ბერძნების და ძველი ეგვიპტური მედიცინის, ტიბეტური და ჩინური გამოცდილება, იოგა და ბევრი სხვა წყარო. ნიშის ჯანმრთელობის სისტემა უფრო შორს მიდის. ეს არ არის უბრალოდ ვარჯიშების ნაკრები და სწორი კვება, ეს მთელი ფილოსოფიაა. 



დიდი ხანია იაპონური გამაჯანსაღებელი პრაქტიკებით დაინტერესებული ვარ, მაგრამ კაცუძო ნიშიმ ყველაზე მეტად შთამაგონა. დასაწყისისთვის გირჩევთ ვარჯიშების ნაკრების შესრულებას, რომლებიც იაპონელმა ჯანმრთელობის აღსადგენად და ორგანიზმის განსაკურნებლად შეიმუშავა. ქალებისთვის, რომლებიც ყოველთვის სრულყოფილებისთვის ისწრაფვიან, ის შეუცვლელი იქნება. 

ეს ვარჯიში მარტივად შესასრულებელია, ის სხეულს მხნეობით და ენერგიით ავსებს, ასევე ზედმეტ ცხიმს აშორებს და ლამაზი ფიგურის ჩამოყალიბებაში ეხმარება. გარდა ამისა, ისინი აძლიერებენ სახსრებს და მათში მარილის დაგროვებას ხელს უშლის! სცადეთ თქვენც, დღეში მხოლოდ 15 წუთი და თქვენს სხეულს ვეღარ იცნობთ!

ვარჯიშის ნაკრები ქალებისთვის

დაიწყეთ იმით, რომ ვარჯიშისთვის შესაფერისი დრო შეარჩიეთ, როცა არსად არ გეჩქარებათ. მთავარია - ვარჯიში გვიან ღამით არ შეასრულოთ, რადგან ასე შეიძლება დღიური რიტმი დაარღვიოთ. უმჯობესია თუ ვარჯიშს დილით შეასრულებთ, რომ მთელი დღე ენერგიით დამუხტული იყოთ. და კიდევ ერთი - ვარჯიში სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ და მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს. 



ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც ვარჯიშის შესრულებაში ხელს არ შეგიშლით. ცივი წყლით დაიბანეთ, გაიღიმეთ - შეუდექით პირველ ვარჯიშს. 

ვარჯიში 1

ზურგზე დაწექით და შეეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ. ისუნთქეთ თანაბრად და ღრმად, საკუთარი თავი ლამაზ და მშვიდ ადგილას წარმოიდგინეთ. ხელები განზე გაშალეთ. ფეხები შეაერთეთ და მუხლებში მოხარეთ. მუხლები მკერდამდე აიტანეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ფეხები მარჯვნივ გადაწიეთ, შეეცადეთ იატაკს შეახოთ. თავი მარცხნივ გასწიეთ და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. 

კისრით იატაკს უნდა ეხებოდეთ, მხრები და ხელები ამ დროს უმოძრაოდ უნდა იყოს. დაუბრუნდით საწყის პოზიციას, ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიმეორეთ, ოღონდ მეორე მხარეს. ვარჯიში დასრულებულია. პირველ დღეს ეს ვარჯიში 4-5 ჯერ გააკეთეთ. 



ვარჯიში მეორე 

დაწექით ზურგზე, ხელები სხეულის გასწვრივ გქონდეთ, ხელისგულები ქვემოთ. ფეხები მუხლებში მოხარეთ და ერთმანეთისგან 30 სმ-ით დაშორებით გქონდეთ. აქცენტი ფეხებზე გააკეთეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და მუცლის კუნთები დაჭიმეთ. დუნდულები ზურგთან ერთად ასწიეთ, მხოლოდ მხრებს დაეყრდენით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით. ამოისუნთქეთ და ნელ-ნელა საწყის პოზიციას დაუბრუნდით. მოდუნდით და კიდევ ერთხელ გააკეთეთ. ვარჯიში 5-ჯერ გაიმეორეთ. 



ვარჯიში მესამე 

მუცელზე დაწექით და ერთი ლოყით იატაკს დაეყრდენით. ხელები სხეულის გასწვრივ, ხელისგულები ქვემოთ. ფეხები ერთმანეთისგან 15 სმ-იანი დაშორებით. ახლა დუნდულების კუნთები დაჭიმეთ და ერთი ფეხი ასწიეთ. მეორე ფეხი იატაკზე გქონდეთ. ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამი გაჩერდით და ნელა დაუშვით ფეხი იატაკზე. გაიმეორეთ მეორე ფეხზე. გაიმეორეთ ასე 50-ჯერ თითოეული ფეხისთვის. 



ვარჯიში მეოთხე

იმავე პოზიციაზე, ხელები იდაყვში მოხარეთ, თავი და მხრები ასწიეთ. ხელები მხრების გასწვრივ გქონდეთ. ორივე ფეხი 15 სმ-ით მაღლა ასწიეთ და ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გაჩერდით. ფეხები ზემოთ და ქვემოთ ასწიეთ, თითქოსდა ცურავთ. თითოეული ფეხით 25-50-ჯერ.



ვარჯიში მეხუთე

ოთხზე დადექით, ფეხები და ხელები მხრების გასწვრივ გაშალეთ. მარჯვენა ფეხი იატაკიდან 30 სმ-ზე ასწიეთ. გააკეთეთ 25-ჯერ აწევა. შემდეგ საწყის მდგომარეობაში დაუბრუნდი და მეორე ფეხით გაიმეორეთ. 



ვარჯიში მეექვსე

იმავე პოზიციაში დარჩით, თავი ქვემოთ დაწიეთ, მენჯი კი ასწიეთ. ფეხის მუხლი ისე მოხარეთ რომ ნიკაპს შეეხოთ. შემდეგ გაშალეთ ფეხი და ზემოთ ასწიეთ და ამასთან ერთად თავიც ასწიეთ. გაიმეორეთ პროცედურა 10-ჯერ თითოეული ფეხით. 



ვარჯიში მეშვიდე

მუხლებზე დადექით, კურსი ვერტიკალურად დაიჭირეთ. ზურგი სწორად დაიკავეთ, ოდნავ უკან გადაიხარეთ და ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გაჩერდით. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაიმეორეთ კიდევ 5-ჯერ. 



ნელა და ძალდატანების გარეშე - სწორედ ასე ასრულებენ ამ ვარჯიშებს. ვარჯიშების შესრულებს შემდეგ ნელა ადექით და სახლშია გაიარეთ, სუნთქვა დაამშვიდეთ. კარგზე იფიქრე და ამ ფიქრით გაიხარეთ. თუ ვარჯიშების ნაკრებს მიუდგებით არა მხოლოდ როგორც ჩვეულებრივ ვარჯიშს, არამედ როგორც მოდუნების საშუალებას, გონების და ფიქრების მოსაყვანად, ის მედიტაციის მეთოდი ხდება. 

ამ ვიდეოდან კაცუძო ნიშის ჯანმრთელობის წესების და მისი ვარჯიშების შესახებ მეტს გაიგებთ. მისი რჩევები შთამაგონებელია!



თუ ვარჯიშების ეს ნაკრები მოგეწონათ - გაუზიარეთ მეგობრებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.