მედიცინა შეგახსენებთ, რომ თმის კარგი ზრდისა და ნაზი ზრუნვისთვის სწორ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს გვერდს ვერ აუვლით, ხოლო პარიკმახერები და სტილისტები სასურველი სიგრძის მიღწევას ქიმიური საშუალებებით და დაგრძელებით გვირჩევენ.
თუ თქვენ ბუნებრივი სილამაზის მომხრე ხართ, მაშინ "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ თმის შეუდარებელი ზრდის საიდუმლო რეცეპტს, რომელიც ბევრ ხარჯს და დიდ დროს არ მოითხოვს.
თმის ზრდის რეცეპტი სახლის პირობებში
ეს საშუალება სახლის პირობებში თმის ზრდას და გაძლიერებას ყოველგვარი ქიმიისა და პროფესიონალური კოსმეტიკის გამოყენების გარეშე ხელს შეუწყობს.
ინგრედიენტები:
- 5 ს/კ კონიაკი
- შავი პურის ნაჭერი
მომზადება და გამოყენება
- კონიაკით სავსე თასი წყლის ორთქლზე დადგით და ოდნავ შეათბეთ. კონიაკი დიდი რაოდენობით მინერალებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც თმის ბოლქვების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს, რომელიც თმის ზრდის ძლიერ აქტივატორს წარმოადგენს.
ასევე, კონიაკი მასში შემავალი დიდი რაოდენობით ტანინებით არის ცნობილი, რაც მის სამკურნალო თვისებას კიდევ უფრო მეტად ზრდის. - გაცხელებულ თასში პურის ნაჭერი დაამატეთ, წინასწარ ხელით დააქუცმაცეთ. პური კონიაკში დატოვეთ, სანამ კონიაკს კარგად არ შეიწოვს. პური თქვენს თმას B ჯგუფის ზოგიერთი ვიტამინებით გაამდიდრებს.
- როცა კონიაკი და პური ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, კარგად გაჭყლიტეთ პური და ნარევი თმაზე წაისვით. 25-45 წუთი გაიჩერეთ. უფრო კარგი ეფექტის მისაღწევად შხაპის ცელოფნის ქუდი გამოიყენეთ.
- დროის გასვლის შემდეგ თმა თბილი წყლით კარგად დაიბანეთ, შემდეგ ჩვეული შამპუნით თმა კარგად ჩამოიბანეთ. თმა ბუნებრივად, ფენის გამოყენების გარეშე გაიშრეთ.
ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ ჩაიტარეთ და შედეგი არ დააყოვნებს. აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით, რადგან ნიღაბი თქვენი თმისთვის ნამდვილი აღმოჩენაა!
ეს შესანიშნავი რეცეპტი თქვენს მეგობრებს და ახლობლებს გაუზიარეთ!