"რჩევების" რედაქცია გიზიარებთ ერთ მეთოდს, რომლის დახმარებითაც სტრესი გაქრება.
როგორ მოვიშოროთ სტრესი
ბევრი დაავადების სამკურნალოდ ადამიანს ფიზიკური ვარჯიში ეხმარება, სტრესიც ავადმყოფობაა. სწორედ ამიტომ ალექსანდრ დროჯენიკოვი, ხანგრძლივი ცხოვრების ექსპერტი, გთავაზობთ დაღლილობა და სტრესი ერთი ვარჯიშით მოიშოროთ. მკურნალის რჩევების ვიდეოს ნახვას სტატიის ქვემოთ შეძლებთ, მანამდე კი მოდით გავერკვეთ, რა ვარჯიში არის ეს.
თავდაპირველად ამ ვარჯიშის შესასრულებლად კომფორტულად დაჯექით: სავარძელში, სკამზე ან ტაბურეტზე. ფეხები მხრების გასწვრივ გაშალეთ, ხელები მუხლებზე, ძვლები მოადუნეთ. კორპუსი მკერდის არეში მოხარეთ.
ამ ვარჯიშში ყველაზე მნიშვნელოვანია სუნთქვა. ის უნდა იყოს თანაბარი და ღრმა. როცა თქვენ მოდუნდით, კომფორტული პოზა მიიღეთ - სწორად სუნთქვა დაიწყეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, მუცელი წინ წამოწიეთ, დიაფრაგმა ამ დროს ქვეითდება, ამოსუნთქვის დროს ფილტვები ივსება. ჩასუნთქვამ მთლიანად უნდა აგავსოს. შემდეგ ხანგრძლივ ამოსუნთქვას აკეთებთ.
ვარჯიში ამით არ დასრულებულა. სწორად სუნთქვას ისწავლით, მაგრამ შემდეგ ყურადღების კონცენტრირება ხელისგულზე გააკეთეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხელებს შორის ბურთი გაქვთ. ჩასუნთქვაზე ხელები შეაერთეთ ისე, თითქოს ბურთს უჭერთ, ამოსუთქვაზე ხელები არ გადაადგილდება.
გაჩერდით ასე 2-3 წუთი, ან რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლით. კონცენტრირება სუნთქვასა და ხელების დაპირისპირებაზე მოახდინეთ. ეს თქვენ სხეულს ენერგიით და სასიცოცხლო ძალებით აავსებს, სტრესი და დაღლილობა კი გაქრება. ვარჯიშის სარგებელი დიდია. უბრალოდ გააკეთეთ და შედეგი გამოჩნდება.
თუ სტრესი დიდი ხანია გაქვთ და გახანგრძლივებულია, ალექსანდრ დროჯენიკოვი კიდევ ერთ ვარჯიშს გირჩევთ. ის დაგეხმარებათ არა მხოლოდ სტრესის მოშორებაში, არამედ უსიამოვნო შედეგებისგან: გულის ჩხვლეტა, არეული რიტმი.
ამისთვის ცხვირიდან ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ, შემდეგ ცხვირი და პირი ხელებით ჩაკეტოთ და გააკეთეთ ამოსუნთქვა ისე, რომ ჰაერი არ გამოუშვა. ასეთი მატყუარა მოძრაობა 3-4-ჯერ გაიმეორეთ. ეს ყველაზე კარგი ვარჯიშია, რომელიც გულის რიტმს დაარეგულირებს და მის მუშაობას აღადგენს.
ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეასრულოთ ეს მარტივი ვარჯიშები.
დამეთანხმეთ, რომ ეს ვარჯიშები დიდ დროს და ენერგიას არ მოითხოვს. უბრალოდ უნდა დასხდეთ და მოდუნდეთ. ჩვენ ბოლომდე სტრესს ვერ მოვიშორეთ, მაგრამ შეგვიძლია ვებრძოლოთ და ჩვენი ცხოვრების განადგურების საშუალება არ მივცეთ. გააკეთეთ ეს მშვენიერი ვარჯიშები და ყოველთვის ჯანმრთელი იყავით.
თქვენ რა მეთოდს იყენებთ სტრესთან საბრძოლველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!