ანგინა
- სუფთა ზეთი წავუსვათ ნუშისებრ ჯირკვლებს (გლანდებს) ბამბის ტამპონით, ან დავაწვეთოთ 2-2 წვეთი საწვეთურით (პიპეტკით), ან შევასხუროთ შპრიცით. გავიმეოროთ ეს 2-5-ჯერ დღეში 4-5 სთ-ის ინტერვალით. ქრონიკული ანგინის დროს, ნუშისებრი ჯირკვლების ზეთით დამუშავების, პარალელურად ჩავიწვეთოთ ცხვირში 1-2 წვეთი ზეთი. წარმოიშობა წვა, ცხვირის ცემინება, ცრემლდენა და სისველის დინება ცხვირიდან. 15-20 წთ-ის შემდეგ ეს არასასიამოვნო მოვლენები გაქრება, მაგრამ მკურნალობის ეფექტი იქნება მაღალი.
ფილტვების ანთება (პნევმონია) ბრონქიტი. - ბრწყინვალე შედეგები აქვს ინგალაციას და შეზელვას თანადროულად. მომინანქრებულ ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავაწვეთოთ 3-4 წვეთი სოჭის ზეთი. შევისუნთქოთ ორთქლი, ოღონდ თავზე უნდა გვქონდეს გადაფარებული პირსახოცი. ამის შემდეგ ზეთი შევიზილოთ გულმკერდის არეში და ჩავწვეთ თბილად. შედეგი მიიღწევა 3-5 დღეში.
გრიპი, სურდო და სხვა დაავადებები გაცივებისას (განსაკუთრებით ბავშვებში) - სოჭის ზეთი შევიზილოთ ზურგზე საყელოს ზონაში, გულმკერდის არეში და გავუკეთოთ მასაჟი რეფლექტორულ ზონებში 4-5-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში ყოველ 5-6 სთ-ში. ყოველი პროცედურის შემდეგ ავადმყოფს დამუშავებულ ადგილზე დავაფინოთ კომპრესის ქაღალდი და ჩავაწვინოთ თბილად, ჩავიცვათ თბილი წინდები და მივცეთ ოფლმდენი ბალახეულის ნაკრები. ჩავაწვეთოთ თითო წვეთი ზეთი ორივე ნესტოში. მე-3 დღეს ავადმყოფი სრულიად ჯანმრთელია.
სველი ეგზემა - სველი ეგზემის დროს კარგია თუ მოამზადებთ შემდეგ მალამოს. მალამო მზადდება ნებისმიერ ცხიმოვან ფუძეზე. ფუძედ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ქონი, კარაქი, ვაზელინი, ლანოლინი, ზეითუნის ზეთი და სხვა. შეურიეთ ერთმანეთს შემდეგი პროპორციით: 3-4 ნაწილი სოჭის ზეთი და 6-7 ნაწილი ცხიმოვანი ფუძე. შეიზილეთ დაზიანებული ადგილები 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 8-დან 12 დღემდე. რთულ შემთხვევაში 24 დღემდე.