დაგჭირდებათ:
- 6 ლიმონი
- 0,5 კგ თაფლი
მომზადების წესი:
გავატაროთ 6 ლიმონი კანიანად ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ 1 ლ ადუღებული წყალი, დავაყენოთ 2 დღე მაცივარში, შემდეგ დავუმატოთ 0,5 კგ თაფლი და ისევ 2 დღით შევდგათ მაცივარში. მივიღოთ 1/4 ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე. ეს რაოდენობა საკმარისია ერთი კურსის ჩასატარებლად.
მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა. ახლა წელიწადში 2 პროფილაქტიკურ კურსს ვიტარებ - გვიან შემოდგომაზე, როცა ხშირია მაგნიტური დღეები და ადრეულ გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის.
სპეციალისტის კომენტარი:
ლიმნის და თაფლის ნარევი ცნობილი საშუალებაა სისხლძარღვებისათვის, გარდა ამისა ის საუკეთესო ზოგადგამამაგრებელი საშუალებაცაა. თაფლი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ხოლო ლიმონი - C ვიტამინით.