იმუნიტეტის ასამაღლებლად ხშირად იყენებენ მცენარეულ და ცხოველურ საკვებ დანამატებს - ექინაცეას, ნიორს, ელეუტეროკოკს, დინდგელს, ფუტკრის რძეს. აფთიაქებში შეიძლება შევიძინოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი თანამედროვე პრეპარატები (დამზადებული ბუნებრივ კომპონენტებზე ) - აფლუბინი, ანტიგრიპინი, ბიტნერის ბალზამი, ინფლუციდი, იმუნალი, ექინაცეას ნაყენი და სხვ. დავაადების პროფილაქტიკის მიზნით ასევე იხმარება სხვადასხვა ხალხური საშუალებებიც.
- გაციების პირველი სიმპტომისთანავე გამოიყენეთ ასეთი რეცეპტი: 1 ს/კ კონიაკს შეურიოთ 1 ს/კ შაქართან გასრესილი ჟოლო, 1 ს/კ თაფლი და ნახევარი ლიმნის წვენი. ნარევს დავასხათ მდუღარე წყალი, მოურიოთ და დავლიოთ მცირე ყლუპებით ძილის წინ.
- დავაქუცმაცოთ ხახვი და შეურიოთ თანაბარი რაოდენობით თაფლს. მივიღოთ 1 ს/კ 1-2-ჯერ დღეში, ავადმყოფობის დროს 3-4 -ჯერ დღეში.
- ნახევარი თავი ნიორი წვრილად დავჭრათ ნახევარ ლიმონთან ერთად, დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 1 დღე-ღამე შევინახოთ მაცივარში. მივიღოთ დილით უზმოზე 1 ს/კ-ით.
- ყოველდღე დავლიოთ 2-3 ფინჯანი ჩაი ლიმონით, შავი მოცხარით და ასკილით.
- 1.5 ჭიქა ქიშმიში, 2 ლიმონი, 1 ჭიქა ნიგოზი, 1/2 ჭიქა ნუში გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატოთ 1/2 ჭიქა თხიერი თაფლი. დავაყენოთ 1-2 დღე ბნელ ადგილას. შევინახოთ მაცივარში. მივიღოთ 1-2 ს/კ 3-ჯერ დღეში 1 სთ-ით ადრე ჭამამდე.
- ხალხური მედიცინაში იმუნიტეტის ასაწევად ხშირად იყენებენ ნიგოზს. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და დაუმატოთ ტოლი პროპორციით შაქარი და დავაყენოთ ბნელ ადგილას 1 თვე. მივიღოთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში 20 წთ-ით ადრე ჭამამდე 10 დღის განმავლობაში.
- 1 ს/კ ქრისტესისხლას ბალახს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მივიღოთ შემთბარი 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
- ავიღოთ 2 წილი შვრია, ბრტყელეკალას ფოთლები - 2 წილი, ბაღის პიტნის ფოთლები - 1 წილი, დილის კამა - 1 წილი. 1 ს/კ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ 20 წთ. მივიღოთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
- ავიღოთ 625 გრ მაისის თაფლი, 375 გრ ალოეს ფოთოლი, 500 გრ კაგორი. ალოე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატოთ თაფლი და კაგორი, დავაყენოთ გრილადგილას 5 დღე.
პირველი 5 დღე მივიღოთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში 1 სთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 1,5 თვე.