თუ თქვენ სწორედ ასეთი ქალბატონების სიას მიეკუთვნებით, თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს! არსებობს ერთი საოცრად ეფექტური დიეტა, რომელიც ფზიკური ვარჯიშების შესრულების გარეშე მარტივად დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. დიეტოლოგები და ნუტრიციონისტები საკუთარ პაციენტებს, რომლებიც რეგულარულად სპორტ-დარბაზში დადიან, ლამაზი ფიგურის შესანარჩუნებლად დღის განმავლობაში მინიმუმ 2000 კილოკალორიის მიღებას ურჩევენ. რაც შეეხებათ ადამიანებს, რომელთაც დროის დიდი ნაწილის გატარება ოფისში, კომპიუტერის წინ უწევთ, მათი დღიური კალორაჟი არ უნდა აღემატებოდეს 1200 კილოკალორიას.
დიეტა "1200 კკალ"
ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ აბსოლიტურად ყველა პროდუქტს საკუთარი კვებითი ღირებულება აქვს. ცხიმიანი კერძების, ტკბილეულისა და ცომეულის კალორიულობა ჯერადად აღემატება ნედლი ბოსტნეულისა და ხილის კალორიულობას. დიეტოლოგები, სწორედ სხვადასხვა პროდუქტების კალორიულობაზე დაყრდნობით, საკუთარ პაციენტებს უდგენენ კვების მენიუს, რომელიც სწრაფად და მარტივად გვეხმარება ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. დრეში 1200 კკალ - იდეალური ვარიანტი ჭარბწონიანობის დასამარცხებლად.
რატომ ზუსტად 1200 კკალ? კალორეიბის ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ დავიკლოთ წონა და არ შევუშალოთ ხელი ორგანიზმს გამართულად ფუნქციონირებაში.
მენიუ 1 კვირისთვის:
1-ლი დღე
- 200 გრამი შვრიის ფაფა 1 ს.კ. თაფლთან ერთად
- 1 საშუალო ზომის ბანანი
- 200 გრამი ინდაურის ან ქათმის მოხარშული ფილე, პლუს პატარა პროცია ბოსტნეულის სალათი მცენარეულ ზეთთან ერთად
- 150 გრამი უცხიმო ან დაბალცხიმიანი ხაჭო და 2 ფორთოხალი
- 500 მლ 2,5%-იანი კეფირი
მე-2 დღე
- 200 გრამი წიწიბურის ფაფა ბოსტნეულთან ერთად (გარდა კარტოფილისა)
- 2 დიდი ზომის ვაშლი
- 200 გრამი საქნოლის მოხარშული ხორცი და პატარა პორცია ბოსტნეულის სალათი
- 200 გრამი თევზი, 1 გრეიფრუტი
- 300 გრამი მაწონი
მე-3 დღე
- 200 გრამი მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულთან ერთად
- 50 გრამი ნიგოზი 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად
- 200 გრამი ხბოს მოხარშული ხორცი ბოსტნეულის სალათთან ერთად
- 3 მოხარშული კვერცხი 2 პომიდორთან ერთად
- 300 გრამი უცხიმო მაწონი
მე-4 დღე
- 200 გრამი მაკარონი დამზადებული ხორბლის მყარი ჯიშებისგან, 50 გრამი ხაჭო
- 1 ვაშლი და 1 ბანანი
- 200 გრამი საქონლის მოხარსული ხორცი და ბოსტნეულის სალათი
- 200 გრამი თევზი ან სხვა ნებისმიერი ზღვის პროდუქტი
- 1 ჭიქა რძე
მე-5 დღე
- 100 გრამი მოხარშული თევზი
- 2 ს.კ. თაფლი
- ბოსტნეულის სალათი შეზავებული ზეთუნის ზეთით
- 200 გრამი ქათმის მოხარშული ფილე 3 კიტრთან ერთად
- 3 მოხრაშული კვერცხი
მე-6 დღე
- 200 გრამი კობიო ბოსტნეულთან ერთად
- 200 გრამი ხილის სალათი 1 სუფრის კოვზი თაფლთან ერთად
- 200 გრამი ხბოს ხორცი ბოსტნეულთან ერთად
- 150 გრამი ყველი (დაბალცხიმიანი)
- 500 მლ კეფირი
მე-7 დღე
- 200 გრამი მოხარშული კარტოფილი ბოსტნეულის სალათთან ერთად
- 200 გრამი ახალი ხილი, გარდა ბანანისა
- 200 გრამი საქონლის მოხარშული ხორცი, 2 ფორთოხალი
- 150 გრამი ხაჭო
- 400 გ იოგურტი
დაიცავით ეს სქემა და ხანმოკლე დროში თქვენი ფიგურა საოცრად ლამაზი და მოხდენილი გახდება. დიეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასაკლები კილოგრამების რაოდენობაზე.