» » » გაისუფთავეთ სისხლძარღვები და შეამცირეთ ქოლესტერინის შეწოვა ამ მცენარეული ნაკრებით.

გაისუფთავეთ სისხლძარღვები და შეამცირეთ ქოლესტერინის შეწოვა ამ მცენარეული ნაკრებით.

ფიტოთერაპია ქოლესტერინის დამწევი დამოუკიდებელი საშუალება არ არის, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ამაღლებს დიეტის ეფექტურობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს და აძლიერებს სისხლძარღვებს, აცილებს ორგანიზმს წიდას.

  • არნიკა, ოროვანდი, შვრია, ბაბუაწვერა, მურყანი, გვირილა ამუხრუჭებს ქოლესტერინის შეწოვას.

  • ქოლესტერინის სინთეზს ხელს უშლის გლერძი, კუნელი, კრაზანა, ცხენის წაბლი, როდიოლა, დათვის კენკრა და სხვა ფენოლის შემცველი მცენარეები.

  • იგივე უნარი აქვს ჟენშენს, მრავალძარღვას, ქაფურას; ხოლო ქოლესტერინის გამოდევნას ორგანიზმიდან ხელს უწყობს ასკილი, ასისთავა, ზეთისხილი, დიდი კამა. ცხიმების ცვლაზე ზემოქმედებს შავბალახა, ხახვი, შვიტა, ძირტკბილა, ნიორი.

  • ჩვეულებისამებრ აწეული ქოლესტერინის დროს იყენებენ ბალახების ნაკრებს, რომლებშიც ბალახები ერთმანეთს ავსებს და ამგვარად აძლიერებს მოქმედებას.

  1. ეს ნაკრები შეიცავს ძვირფას კომპონენტს, რომელიც ასუფთავებს და იცავს სისხლძარღვებს, აგრეთვე ასუსტებს ქოლესტერინის შეწოვას. აიღეთ 3-3 წილი მუქი წითელი კუნელი და შავი ცირცელი, 2-2 წილი ზღვის კომბოსტო, მტვრევადი ხეჭრელის ქერქი, სიმინდის ღერო (თმითურთ) სააფთიაქო გვირილის ყვავილები. ყველაფერი რაც შეიძლება წვრილად დაანაწევრეთ. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ წყლის ორთქლზე 15-20 წუთი. შემდეგ 1 საათი გააცივეთ და გაწურეთ. სვით ნაყენი 1/3-1/2 ჩაის ჭიქა ჭამის შემდეგ დღეში სამჯერ.

  2. სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მდელოს სამყურა, რომელიც ამის გარდა ანტისკლეროტული აქტიურობითაც გამოირჩევა. 2 სუფრის კოვზ ბალახს და ყვავილედს დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ მჭიდროდ საფარებელი და დააყენეთ 1 საათი; გაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი ჭამამდე დღეში სამჯერ მინიმუმ 20 დღის განმავლობაში. ნაყენის შენახვა შეიძლება არაუმეტეს 2 დღისა. შემდეგ ახალი უნდა დააყენოთ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.