კალიუმის "წვნიანის" ამ ნარევში ორგანული მინერალები და მარილები ორგანიზმისთვის აუცილებელ პრაქტიკულად ყველა ელემენტს შეიცავს. ის საოცრად სწრაფად ამცირებს კუჭის მომატებულ მჟავიანობას. ალბათ, არ არსებობს ორგანიზმისთვის ისეთი საკვები, რომელიც რაიმე მიმართებით ამ ნარევზე უფრო სრულფასოვანი იქნბოდა.
როცა ავადმყოფი სხვა საკვებს ვერ იღებს, უმი კალიუმის "წვნიანი" ორგანიზმს ნოყიერი ნივთირებით უზრუნველყოფს და აწესრიგებს მას. გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი ავადმყოფებისთვის ეს "წვნიანი" ფასდაუდებელი რამაა, და ისღა დაგვრჩენია გვიკვირდეს, საავადმყოფოებსა და სანატორიუმში რატომ არ რთავენ მას ავადმყოფთა ყოველდღიურ რაციონში.
ზოგს არ მოსწონს ზოგიერთ ბოსტნეულის წვენში კალიუმის გემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ორგანიზმს აკლია ცოცხალი ატომები, უსიამოვნო გემოს შეგრძნებებს უნდა შევურიგდეთ და გონების კარნახით უნდა ვიმოქმედოთ.
როგორც უკვე ვთქვით, მთელ ფარმაკოპეაში ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად აუცილებელ ორგანულ მკვებავ ატომებს, ვიტამინებსა და ჰორმონებს არცერთი წამალი არ იძლევა. ასეთ საკვებს ორგანიზმს ყველაზე სწრაფად ახალი უმი ბოსტნეულის წვენები აწვდის.
რამდენადაც ჩვენი უჯრედებისა და ქსოვილების შემადგენელი ატომები მინერალებსა და ქიმიურ ელემენტებს წარმოადგენენ, ხოლო ჯირკვლები ორგანოები და მთლიანად ორგანიზმი გარკვეული წესრიგით განლაგებულ ატომთა ერთობლიობაა, ძალგვიძს დავადგინოთ, ჩვენს საკვებსა და განსაკუთრებით წვენებში ქიმიური და მინერალური ცოცხალი ელემენტების სახელდობრ რომელ შენაერთებს შეუძლია ჩვენი სხეულის შესაბამისი ნაწილების გამოკვება.