» » » თრომბოფლებიტის და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა გამოცდილი საშუალებებით

თრომბოფლებიტის და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა გამოცდილი საშუალებებით

თრომბოფლებიტი ეწოდება ვენის კედლის ანთებას და მის სანათურში თრომბის წარმოქმნას. როდესაც აღინიშნება მხოლოდ ვენის კედლის ანთება, საქმე გვაქვს ფლებიტთან.
დაავადების გამომწვევი ფაქტორებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექცია, ჭრილობები, დახურული დაზიანება, მშობიარობა, ინფექციური დაავადებები, სისხლის შემადგენლობის ცვლილებები, მისი შემდედებელი თვისებების გაძლიერება, ვენების გაგანიერება, სისხლდენის შენელება და სხვა. ამ მხრივ ქვედა კიდურები უფრო არახელსაყრელ პირობებშია, ვიდრე ზედა კიდურები, და ამიტომაც არის, რომ თრომბოფლებიტის შემთხვევათა თითქმის 95% ქვედა კიდურებზე მოდის, უფრო ხშირად მარცხენა ქვედა კიდურზე.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო ხანებში თრომბოფლებიტის შემთხვევბმა თვასაჩინოდ იმატა გრიპული და სხვადასხვა სახის ინფექციების გამო, გლუკოზის, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ვენაში შეყვანით გამოწვეულ გართულებათა შედეგად.

მკურნალობა:
  • ახალი მოწყვეტილი გვიმრა დავაყენოთ და შევურიოთ იმავე რაოდნობის ამჟავებულ რძეს. მიღებული ნარევი თანაბრად წავისვათ გაგანიერებული ვენების უბანზე. პროცედურა ტარდება 3-4 დღე. რამდენიმე დღე შევისვენოთ და კურსი ისევ გავიმეოროთ.

  • კომბოსტოს ფოტოლი ოდნავ დავბეგვოთ (ცომის გასაწევი ჯოხის გადატარებით), ცალ მხარეს წავუსვათ მცენარეული ზეთი და ამავე მხრიდან დავიდოთ თრომბოფლებიტით დაზიანებულ უბანზე, დავიმაგროთ ბინტით და გავიჩეროთ მთელი ღამით. მკურნალობის კურსი - 1 თვე.

  • 20 გრ კოთხუჯის დაქუცმაცებულ ძირებს დავასხათ 0,5 ლ სახლში დაყენებული ვაშლის ღვინო, დავაყენოთ ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირით, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ ვენების გაგანიერების დროს - 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • 100 გრ თეთრი აკაციის ყვავილს დავასხათ 0,5 ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ. გავწუროთ და ნაყენისგან გავიკეთოთ კომპრესი ან შეზელვა - თრომბოფლებიტის დროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.