თუმცა, სიტუაცია გამწვავდება იმ შემთხვევაში, თუ თრომბი მოწყდება სისხლძარღვის კედელს და სისხლის ნაკადთან ერთად მოხვდება ფილტვებში. ამ მდგომარეობას ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ეწოდება და ხშირად ლეტალური შედეგი მოჰყვება. ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, უნდა ამოიცნოთ ღრმა ვენების თრომბოზი ქვედა კიდურებში.
ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები
თრომბები წარმოიქმნება ნებისმიერ სისხლძარღვში, თუმცა, ხშირად, ეს ქვედა კიდურების ვენებში ხდება. ყველაზე საშიშია თეძოების ან კოჭების ვენების თრომბოზი, რომელიც არავითარ სიმპტომებს არ იწვევს. თუმცა, ხშირად, ნიშნები მაინც ჩნდება და, თუ კოჭის ღრმა ვენებში გაჩნდა თრომბოზი, აღინიშნება შემდეგი მოვლენები:
- კრუნჩხვითი ტკივილი და კოჭის კუნთების დაძაბულობა კოლტის გაჩენის მხარეს;
- შესამჩნევი შეშუპება;
- გაცხელება;
- ფერის შეცვლა - კოჭის კანი გაწითლდება ან გალურჯდება, თუ მის ქვეშ სისხლის შეგუბებაა.
ჩვეულებრივ, ასეთი სიმპტომები მხოლოდ ერთ ფეხზე ჩნდება. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, როგორც კი აღწერილ სიმპტომებს შენიშნავთ. დროული დიაგნოზი და მკურნალობა დაგიცავთ გართულებებისგან.
თუ კოლტი კედელს მოშორდა და მიაღწია ფილტვებს, მასში მოხვედრისას ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
- უეცარი და ძლიერი ქოშინი;
- გახშირებული გულისცემა;
- მწვავე ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ჩასუნთქვისას განსაკუთრებით იგრძნობა;
- ხველა, ზოგჯერ სისხლის ამოხველება;
- არტერიული წნევის დაცემა;
- თავბრუსხვევა;
- გონების დაკარგვა.
რისკ-ფაქტორები
ზოგიერთი ადამიანი შედარებით უფრო მიდრეკილია სისხლში კოლტების გაჩენისკენ კოჭსა და სხვა ნაწილებში. გთავაზობთ რამდენიმე რისკ-ფაქტორს:
- დიდი ხნის მანძილზე უმოძრაობა, მაგალითად, წოლითი რეჟიმი ან დღიურად რამდენიმე საათით ჯდომა;
- გაუწყლოება;
- ფეხმძიმობა;
- ზოგიერთი ორალური კონტრაცეპტივის გამოყენება;
- ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია კლიმაქსის დროს;
- მოწევა;
- სიმსუქნე;
- ფეხების სერიოზული ტრავმა;
- სიმსივნე;
- სისხლის შედედებადობის ზოგიერთი დარღვევა.
როგორ შევამციროთ რისკი?
სისხლის კოლტების წარმოქმნას ყოველთვის როდი შევუშლით ხელს, თუმცა არსებობს ზომები, რომლებიც შეამცირებს მათი გაჩენის რისკს:
- საკმარისი ოდენობით მიიღეთ წყალი დღის განმავლობაში;
- იმოძრავეთ ფეხით და გაიკეთეთ მასაჟები, თუ დღის მანძილზე დიდი ხნით ზიხართ ერთ მდგომარეობაში;
- თუ წოლით რეჟიმზე ხართ, პერიოდულად წამოწიეთ ფეხები მაღლა;
- მოეშვით მოწევას;
- შეასრულეთ სავარჯიშოები კოჭებსა და მთელს სხეულში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
- თუ სისხლის შემდედებლები დაგინიშნეს, მიიღეთ დანიშნულებისამებრ;
- გამოიყენეთ კომპრესირებული ჩულქები, თუ ექიმის მიერაა რეკომენდებული.