» » » ჭარხლის, სტაფილოსა და ვაშლის წვენს ერთმანეთში ვურევ. მრავალი წელია, ექიმთან ვიზიტი არ დამჭირვებია.

ჭარხლის, სტაფილოსა და ვაშლის წვენს ერთმანეთში ვურევ. მრავალი წელია, ექიმთან ვიზიტი არ დამჭირვებია.

როდესაც პატარა ვიყავი, ბებია ყოველთვის ცდილობდა ჩემი და ჩემი ძმის ჭარხლით გამოკვებას, თანაც გვეუბნეოდა: "ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი ჭარხალი, დიდები და ძლიერები რომ გაიზარდოთ". მართლაც, ეს ბოსტნეული სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა, რომელიც ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჭარხალი ორგანიზმისთვის

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების მოხიბვლა ჭარხლის გემოთი ძალიან რთულია, მე და ჩემი ძმა ყოველთვის, ყველა ხერხის გამოყენებით ვცდილობდით, თავი აგვერიდებინა მისი მიღებისგან და საკმაოდ ხშირად ამას წარმატებულადაც ვახერხებდით. ბებიას ჭარხლისგან წვენი რომ დაემზადებინა, დიდი ალბათობით შევცვლიდი ჩემს დამოკიდებულებას ამ ბოსტნეულის მიმართ, თუმცა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, იმ დროს წვენსაწურის ქონა სიმდიდრესთან და ფუფუნებასთან ასოცირდებოდა, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს ნამდვილად არ ჰქონდა, ხოლო ბებიას საკუთარი ჯანმრთელობა არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ რამდენიმე საათი დაეთმო ხელით ჭარხლისგან წვენის გამოწურვაზე.



დღეს, როდესაც მე თავად ვარ მშობელი, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენად სასარგებლოა ეს ბოსტნეული ორგანიზმისთვის და ყოველთვის ვცდილობ საკუთარი შვილების ჭარხლით გამოკვებას. საკმაოდ ხშირად ვამზადებ წვენს ჭარხლისგან, ვაშლისგან და სტაფილოსგან. გარდა იმისა, რომ ეს კომბინაცია უამრავ უპირატესობას ფლობს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მის გემოს ჩემი შვილები არ იწუნებენ.

ამ კომბინაციამ "ჯადუსნური სასმელის" ზედმეტსახელიც მიიღო, რაც მისი სასარგებლო თვისებებითაა განპირობებული. არაერთი ექიმბაში, ექიმი და მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს სასმელი ძალზედ ეფექტურია კიბოს პროფილაქტიკისთვისაც კი.



დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ, თუ როგორ დაამზადოთ 3 კომპონენტიანი წვენი, რომელიც სავსეა სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებით და სხვა საკვები ნივთიერებებით. სტატიის ბოლოში თქვენ იხილავთ, თუ რა კონკრეტულ უპირატესობებს ფლობს მიღებული სასმელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 დიდი, წვნიანი ვაშლი;
  • 2 პატარა ზომის სტაფილო;
  • 1 საშუალო ზომის ჭარხალი.



მომზადება:
  1. კარგად გარეცხეთ ყველა ბოსტნეული. სტაფილო და ჭარხალი გაასუფთავეთ კანისგან.

  2. ვაშლი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ მას გული. ყველა ინგრედიენტი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად.

  3. გაატარეთ ისინი წვენსაწურში. თუ წვენსაწური არ გაქვთ, ინგრედიენტებისგან ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა და შემდეგ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით კარგად გამოწურეთ წვენი ამ მასისგან.

  4. მზა სასმელში შეგიძლიათ მცირეოდენი ლიმონის წვენისა და თაფლის ჩამატებაც. მიიღეთ ახლადდამზადებული სასმელი შინაგანად.



მიირთვით "ჯადოსნური სასმელი" ყოველ დილას, უმჯობესია უზმოზე. 1 თვიანი კურსის შემდეგ რეკომენდებულია 2 კვირიანი შესვენების გაკეთება.

როგორც უკვე გითხარით, ჭარხლის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე - ფასდაუდებელია! სტაფილოსთან და ვაშლთან კობინაციაში ის კიდევ უფრო საოცარ შედეგს გვაძლევს.

რა უპირატესობებით გამოირჩევა ეს სასმელი?
  1. ამარაგებს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით;

  2. ანელებს დაბერების პროცესს;

  3. აუმჯობესებს მხედველობას და აძლიერებს თვალის კუნთებს;

  4. აუმჯობესებს ტვინის აქტივობასა და მეხსიერებას;

  5. აწესრიგებს შინაგანი ორგანოების მუშაობას;

  6. ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებას;

  7. ამცირებს ანთებას;

  8. გვეხმარება ჭარბი კილოგრამების მოშორებაში;

  9. წმენდს სისხლსა და მთელ ორგანიზმს;

  10. ხსნის უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან;

  11. კურნავს ყელს;

  12. ხსნის კუნთების სპაზმებს;

  13. აახალგაზრდავებს კანს და ებძვის დერმატოლოგიურ დეფექტებს;

  14. ხსნის მენსტრუაციულ ტკივილებს.



საოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ნატურალური ინგრედიენტების ეს კომბინაცია, არა? მოცემული სასმელი 100%-ით ნატურალურია და მისთვის არანაირი გვერდითი მოვლენა არ არის დამახასიათებელი.



ყველას გირჩევთ, გაამდიდროთ ყოველდღიური რაციონი ამ სასმელით, რათა დაივიწყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.