გაცილებით გონივრული და მიზანშეწონილი იქნება, თუ მკაცრი შეზღუდვების ნაცვლად, დაიწყებთ ბალანსირებულ კვებას, დატვირთავთ თავს ფიზიკურად და ამ გზით ჯანსაღად დაიკლებთ წონას, თანაც თავიდან აირიდებთ დაკლებული კილოგრამების უკან ბუმერანგის პირნციპით დაბრუნებას. სიმინდის ულვაში - სწორედ ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, წმენდს მას დაგროვებული მავნე ნივთიერებებისგან და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ამ პროდუქტის შეძენას შეძლებთ აფთიაქებში ძალიან დაბალ ფასად.
გამომდინარე იქიდან, რომ სიმინდის ულვაში ააქტიურებს ნაღვლის დინებას და ამცირებს სიბლანტეს, მოცემულ პროდუქტს ხშირად იყენებენ ქოლეცისტიტის, ჰეპატიტისა და შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს. გარდა ამ საოცარი თვისებებისა, ის საოცრად ეფექტურია წონის კლების პროცესის დასაჩქარებლადაც.
სიმინდის ულვაში წონის დასაკლებად
პანტოთენის მჟავის მაღალი შემცველობის ხარჯზე, სიმინდის ულვაში ააქტიურებს ლიპოლიზის პროცესს, რაც ზედმეტი კილოგრამების მოშორების საწინდარია. ნაყენი, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით, ამცირებს მადას, თავიდან გვარიდებს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ ცვლილებებს, რის შედეგადაც მცირდება მოთხოვნილება ტკბილეულზე, შლის ცხიმოვან უჯრედებს და გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნარჩენებს.
ინგრედიენტები ერთი დღისთვის:
- 1 ჩ.კ. დაფქული სიმინდის ულვაში;
- 250 მლ მდუღარე წყალი.
მომზადება და გამოყენება:
- პატარა ზომის ქვაბში მოათავსეთ სიმინდის ულვაში, დაასხით მდუღარე წყალი და დააფარეთ თავსახური. დააყოვნეთ 15 წუთით.
- ნაყენი გადაწურეთ ახალ ჭურჭელში და დაყავით 3 ულუფად.
- დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ შინაგანად 1/3 ჭიქა მზა სასმელი. კურსის ხანგრძლივობა - 10-14 დღე, რის შემდეგაც აუცილებელია 1 კვირიანი შესვენების გაკეთება და 7 დღიანი კურსის თავიდან ჩატარება.
სიმინდის ულვაში - ძლიერმოქმედი პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა შარდმდენი ეფექტით. სწორედ ამიტომ, კურსის დაწყებამდე აუცილებელია ორგანიზმის ინდივიდუალურობის გათვალისწინება. ეს საშუალება უკუჩვენებითია დიაბეტიკებისთვის, ორსული და მეძუძური ქალბატონებისთვის, პაციენტებისთვის, რომლებიც ვარიკოზისგან და თრომბოფლებიტისგან იტანჯებიან.