ახალგაზრდობიდან მაწუხებდა სისხლძარღვები. ხშირად მეხვეოდა თავბრუ, ვუჩიოდი სისუსტეს, მიჭირდა დილით ადგომა, ამინდის შეცვლისას ცუდად ვხდებოდი. რამდენჯერმე მივედი ექიმთან, მაგრმა მითხრეს, რომ არაფერი მჭირდა, რომ ეს ჩემი ორგანიზმის თავისებურება იყო. ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემმა მეზობელმა, - სხვათა შორის, ექიმმა, - მირჩია, წიწიბურას კისელი მეცადა. საქმე ის არის, რომ - როგორც კი მისი სმა დავიწყე, ჩივილები გამიქრა. დღეს ამინდის ცვალებადობა აღარ მაშინებს.
კისელის მომზადება ძალიან ადვილია:- 1 ჭიქა ცივ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი (წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში ძალიან წმინდად), ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და თანდათანობით ჩაასხით წყალში გახსნილი წიწიბურა. ხარშეთ 8-10 წუთი, თან მუდმივად ურიეთ. სურვილისამებრ, დაამატეთ თაფლი და ნიგოზი.