სამხრეთ იტალიაში ეს ლიქიორი ტრადიციული ალკოჰოლური სასმელია. აქ მას როგორც აპერიტივად, ასევე სხვადასხვა სახის კოქტეილის მისაღებად იყენებენ. ის ბევრ ჩვენ თანამემამულესაც შეუყვარდა.
ლიმონჩელოს მომზადების საფუძველი არის ლიმონის ცედრაზე დაყენებული სპირტი. შედეგად საკმაოდ ტკბილი სასმელი გამოდის, რომელსაც პიკანტური მომჟავო გემო აქვს. ასევე არსებობს უფრო ძლიერი სასმელიც Crema di Limoncello, რომლის მომზადების დროსაც წყალს რძით ან ნაღებით ცვლიან.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში სასმელის ლიცენზირებული მწარმოებლები უფრო მეტი მნიშვნელობის მისანიჭებლად კონსერვაnტებს, ხოლო ეფექტური გამჭირვალობის მისაღწევად - ემულგატორს ამატებენ. უფრო ლოგიკური იქnება თუ ლიმონჩელოს სახლში, ყოველგვარი კონსერვანტის და ემულგატორის გარეშე მოამზადებთ, რომ იტალიის გემო წლის ნებისმიერ დროს შეიგრძნოთ.
ლიმონჩელოს ლიქიორი
ინგრედიენტები
- 10 ლიმონი
- 1 ლ არაყი
- 1,25 წყალი
- 350 გრ შაქარი
რედაქციის რჩევა
ლიმონის ყიდვას დროს უფრო ძლიერი არომატის მქონე ნაყოფი შეარჩიეთ. სწორედ ასეთი ლიმონი ანიჭებს სასმელს განუმეორებელ ციტრუსის გემოს და არომატს.
მომზადება
1. ლიმონი კარგად გარეცხეთ, ცედრა ბოსტნეულის სათლელით მოაშორეთ. ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რომ მხოლოდ ყვითელი ნაწილი მოხსნათ. თეთრი ნაწილი სიმწარეს ანიჭებს. ჩვენ შემთხვევაში, ეს ცოტათი კარგიც კი არის.
2. ლიქიორის მომზადების წინ, სასურველია ბნელ ადგილას, 2-3 დღით ცედრის გამოშრობა.
3. ამის შემდეგ ცედრა მინის ქილაში ჩაყარეთ, დაასხით არაყი და ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 5 დღით გააჩერეთ.
4. თუ უკვე მომზადებულში ლიმონის წვენის დამატება გსურთ, ლიმონიდან წვენი გამოწურეთ და გაყინეთ.
5. როცა არაყი ლიმონის ცედრაში დაყენდება და შესამჩნევად გაყვითლდება, 2-3 ლიტრის ჭურჭელში გადაასხით, წვრილ საწურში გაატარეთ, რომ ცედრის ყველა ნაწილი მოაშოროთ.
6. ახლა შაქრიანი სიროფი მოამზადეთ. ამისთვის ქვაბში შაქარი ჩაყარეთ და ცივი წყალი დაასხით.
7. საშუალო ცეცხლზე სიროპი ადუღებამდე მიიყვანეთ, პერიოდულად მოურიეთ, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს და 2-3 წუთი ადუღეთ, აუცილებლობის შემთხვევაში ქაფი მოხადეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და თბილ მდგომარეობამდე გააგრილეთ.
8. შაქრიანი სიროპი ლიმონიან არაყში ჩაასხით, კარგად აურიეთ და ლიქიორი ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 2 დღით გააჩერეთ.
9. მზა სახლში მომზადებული ლიმონის ლიქიორი ბოთლებში გადაასხით, კარგად დაახურეთ და ცივ, ბნელ ადგილას შეინახეთ. გამოყენებამდე ლიმონჩელო კარგად უნდა გააცივოთ, საკონდიტრო მიზნით კი თბილი სახით გამოიყენეთ.
10. ზოგიერთ რეცეპტში რეკომენდებულია რამდენიმე ღერი დარიჩინის ან ერთი ფორთოხლის ცედრის დამატება 10 ცალ ლიმონზე.
11. არავინ კრძალავს ასევე სიმწარის და შაქრის ოდენობის კონტროლს. ამიტომ შაქრიანი სიროპის ჩასხმისას, აურიეთ და გასინჯეთ. და რა თქმა უნდა, ერთიანად არ ჩაასხათ, არამედ ნელ-ნელა. თქვენი პირადი გემოვნება - საუკეთესო მრჩეველია!
ლიმონჩელო კარგად მიდის ხილის და კრემის დესერტებთან, ასევე შავ შოკოლადთან. სიტყვაზე, ბევრი კრემიან ნაყინზე მის მოსხმას გვირჩევს. კარგია ასევე მიქსებთან და კოქტეილებთან კომბინაციაში.
მიქსების მომზადების დროს საუკეთესო წყვილია ფორთოხლის წვენი, ვერმუტი ან შამპანური. ბევრ შესაფერის კოქტეილებს შორის შეიძლება დავასახელოთ: "48 წვეთი", "მანდარინის აისი", "ნაყინის შუადღე".
კრემიანი ლიმონჩელო
ინგრედიენტები
- 700 მლ არაყი
- 6-8 ლიმონი
- 1 კგ შაქარი
- 300 მლ რძე
- 500 მლ ნაღები 10%-იანი
- მწიკვი ვანილი
მომზადება
1. ლიმონის ცედრა (აუცილებლად თეთრი ფენის გარეშე) ქილაში მოათავსეთ და არაყი დაასხით. მჭიდროდ თავზე დაახურეთ. 15 დღით გააჩერეთ თბილ და ბნელ ადგილას. დღეში ერთხელ შეანჟღრიეთ.
2. ქვაბში რძე, ნაღები და ვანილი აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და შაქარი დაუმატეთ. შაქრის ბოლომდე გადნობამდე კარგად აურიეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.
3. ლიმონიანი არაყი გადაწურეთ, ცედრა კარგად გაწურეთ, შემდეგ რძიანი ნარევი დაუმატეთ.
4. მზა კრემისებრი ლიმონჩელო მაცივარში 10-12 დღე გააჩერეთ!
კრემიანი ლიმონჩელო უმჯობესია მცირე ცივი ჭიქიდან დალიოთ, რომლის მოცულობაც 30-40 მლ, ლიქიორი პირდაპირ საყინულიდან გამოიღეთ - სამხრეთ იტალიაში ასე სვამენ.
ალკოჰოლური კოქტეილები განსაკუთრებით ზაფხულში არის კარგი, ის არა მხოლოდ განწყობას აუმჯობესებს, არამედ გამაგრილებელი ეფექტიც აქვს.