ტანვარჯიში ქალებისთვის
პეპელას პოზა ქალის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს მარტივი ვარჯიში მენჯის ორგანოში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, აჯანსაღებს თირკმლებს, რადიკულიტის და ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკას წარმოადგენს. რაც მთავარია - პერიოდულ ქალურ ტკივილებს თავიდან აგაცილებთ, შეამსუბუქებს წინა მენსტრუაციულ ტკივილებს და მშობიარობას. რეგულარული შესრულების შემთხვევაში ლამაზი პოზა და მყარი ზურგი გარანტირებული გაქვთ!
უდიდესი დადებითი მომენტი ისაა, რომ მას განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება არ სჭირდება. შეასრულეთ სადაც მოგინდებათ, მთავარია - წაიღეთ დასაფენი ლეიბი და შთაგონებული განწყობა!
შესრულების ტექნიკა
- დაჯექით სავარჯიშო ლეიბზე, ფეხები გვერდზე გასწიეთ და მუხლებში მოხარეთ.
- ქუსლები შეაერთეთ და მაქსიმალურად ახლოს მიიტანეთ საზარდულთან, ხელებით დაეხმარეთ.
- მხრები გაშალეთ და კუდუსუნიდან თხემამდე ზურგი გამართეთ.
- შეეცადეთ მაქსიმალურად გადაიწიოთ ბარძაყის შიგნით და მუხლები იატაკს მიაბჯინოთ. პრობლემა არაა, თუ პირველივე ჯერზე ვერ შეძელით!დროთა განმავლობაში თქვენი სხეული უფრო მოქნილი გახდება და ამ პოზას უფრო მარტივად დაეუფლებით.
- ისუნთქეთ თანაბრად. თავი ოდნავ ქვემოთ დასწიეთ. მუხლები იატაკს მოაშორეთ და შეაერთეთ მაქსიმალურად, ისე რომ ქუსლები ერთმანეთს არ დააშოროთ. ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამი გაჩერდით.
- დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში, მუხლები იატაკზე დაუშვით. კვლავ ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით. შეგიძლიათ ხელები დაიხმაროთ.
- გაიმეორეთ რამდენჯერმე. განმეორების რაოდენობა თქვენ ფიზიკურ მომზადებაზე არის დამოკიდებული. შესრულების იდეალური დროა - 2 წუთი, რომლის დროსაც 25-30 წრე უნდა შეასრულოთ.
- არსებობს პეპელას პოზის ვარიაცია - ზურგზე დაწოლა. ასეთი პოზა მუცლის ტკივილს გაგიქრობთ, მენსტრუაციის დროს უსიამოვნო შეგრძნებას მოგაშორებთ და მშობიარობის დროს ძალიან სასარგებლოა.
მნიშვნელოვანია! მუხლების ან ჯირკვლის დაზიანების შემთხვევაში ვარჯიშის შესრულების დროს ბარძაყთან დამხმარე რგოლი ან დახვეული პირსახოცი დაიდო. ასეთი დამხმარე გამოადგება მათ, ვისაც სუსტი დაჭიმულობა აქვს. ვარჯიშის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ზურგით კედელზე დადგეთ, ხელებით კი ქუსლები კი არა ტერფები დაიჭიროთ.
რედაქციის რჩევა
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ვარჯიში რეგულარულად შეასრულეთ. პეპელას შესრულებისთვის მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ, ასე რომ დღის განრიგში თავისუფლად შეგიძლიათ ჩასვათ.
კონცენტრირება მოახდინეთ სუნთქვაზე და არ დაგავიწყდეთ, ყურადღება მიაქციეთ რომ ზურგი სწორად იყოს. შეეცადეთ ვარჯიში დილით შეასრულოთ, ასეთი ჩვევა ენერგიით დაგმუხტავთ და კუნთებს დღის დატვირთვისთვის მოამზადებს.