დაავადება ზოგჯერ შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ პაციენტს ეს სიმპტომები აღენიშნება:
დაღლილობა,
- ფერმკრთალობა;
- გახშირებული გულისცემა;
- თმის ცვენა;
- დისკომფორტი;
- თავბრუსხვევა;
- კანის სიმშრალე.
ანემიის სამკურნალო არაერთი ეფექტური საშუალება გააჩნია ხალხურ მედიცინას.
- 60 გრ ფარსმანდუკის ბალახს დაასხით 0,5ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში.
- 2 ს/კ ასკილის დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 1 ლ წყალი. ადუღეთ 10 წუთი, შეფუთეთ და გააჩერეთ ღამის განმავლობაში. დალიეთ ჩაივით დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ასკილი წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ავსებს ვიტამინების მარაგს ორგანიზმში და შეუცვლელია ანემიის დროს.
- 2 ჩ/კ ცირცელს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. დაუმატეთ შაქარი, ან თაფლი, გემოვნებით და მიიღეთ 3-4 ჯერზე დღის განმავლობაში.
- აიღეთ ჭინჭრის ფოთოლი - 1 წილი, ფარსმანდუკის ყვავილი - 1 წილი, ბაბუაწვერას ფესვი - 1 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4 ჯერზე, 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 8 კვირა.