- ყველაზე მთავარი ამ დროს ის არის, რომ სასწრაფოდ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რათა ინფარქტი თავიდან აიცილოთ.
- უპირველესი, რაც სტენოკარდიის შეტევის დროს უნდა იღონოს ადამიანმა, მიიღოს მშვიდი, მჯდომარე მდგომარეობა.
- შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია 1 აბი ნიტროგლიცერინის ჩადება ენის ქვეშ. თუ ტკივილი არ მოიხსნა, ათი წუთის შემდეგ იგივე გაიმეორეთ.
- პაციენტის დამშვიდების მიზნით კარგია კორვალოლი (ვალოკორდინი) - 30-40 წვეთი, ანდა შავბალახას, ან ვალერიანის წვეთები.
- მაღალ არტერიულ წნევას სტენოკარდიის შეტევის დროს ექსტრემალური ზომები არ სჭირდება, რადგან ავადმყოფთა უმრავლესობაში იგი სპონტანურად იწევს დაბლა შეტევის შემდეგ.
თუ ადამიანს სტაბილური სტენოკარდია აქვს, იგი რეგულარულად უნდა აკითხავდეს ექიმს, რათა სწორედ შეაფასოს და შემაციროს რისკის ფაქტორები.
ექიმი პერიოდულად უნდა ნიშნავდეს გამოკვლევას. აქ შედის ელექტროკარდიოგრამა, ტესტი ფიზიკურ დატვირთვაზე - ექიმი აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს, თუ როგორ იტანს ავადმყოფი ფიზიკურ დატვირთვას. ამიტომ ელექტრო კარდიოგრამა გადაღებულ უნდა იქნას იმ მომენტში, როდესაც ავადმყოფი ფიზიკურად დატვირთულია.