50 -150 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო ოთხწახნაგა სწორმდგომია. წვრილ, მოლურჯო ყვავილებს ივითარებს ფოთლის იღლიებში, ყვავილობს ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, გავრცელებულია მთელ საქართველოში, როგორც სარეველა.
გამოიყენება მისი მიწისზედა ნაწილი.
შეგროვება ხდება აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, კაროტინს, მღებავ ნივთიერებებს, K და Ca მარილებს.
ტრადიციული მედიცინა იყენებს I და II სტადიის ჰიპერტონიული დაავადების, სტენოკარდიის, გულის მანკის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, კლიმაქტერული ნევროზის, ისტერიის, არარეგულარული და მტკივნეული მენსტრუაციის დროს.
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მისი მოქმედება 4-ჯერ აღემატება კატაბალახას მოქმედებას.
შავბახალახას ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად:
- 1-2 ს/კ გამხმარ ბალახს ასხამენ 250 გ წყალს, ადუღებენ, სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ 2 სუფრის კოვზს დღეში რამდენჯერმე ან ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისთვის, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად. - ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგნაირ ნაყენებს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
- 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე, დადგით 2 სთ-ით. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.