ისწავლეთ სწორი ჯდომა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბუნებამ ხერხემალი "ააგო" ვერტიკალური მდებარეობისათვის და ჯდომით მდგომარეობას სხეულის საყრდენი არაა შეგუებული! უამრავმა ადამიანმა არ იცის რა არის ოსტეოქონდროზი, ისინი მშვენივრად გადიან იოლად სკამის გარეშე. ჯდომისას ნუ დაეყრნობით იდაყვით, მჭიდროდ მიაწექით ხერხემლით სკამის საზურგეს, თან მსუბუქად დაჭიმეთ მუცლის კუნთები. შეამოწმეთ: თუ პოზა სწორია, კისრის, მხრის სარტყლისა და მკერდის კუნთები მოდუნებულია, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად სუნთქვა და თავის მოძრაობა.
მკურნალობა ოსტეოქონდროზის დროს:
გარეგანი გამოყენების საშუალებები
თუ შეზელვებს და მალამოებს უფრო ხშირად ხმარობენ დღის საათებში, კომპრესები უკეთესია გაკეთდეს ძილის წინ. კომპრესებით მკურნალობა - ეს მკურნალობის ისეთი კურსია, რომელიც ყოველთვის მოიცავს 8-10 პროცედურას.
- აიღეთ 1 ჭიქა იასამანის ყვავილი, დააყენეთ 1/2 ლ არაყზე 10 დღე, გაწურეთ. გამოიყენეთ შესაზელად.
- შეურიეთ ერთმანეთში 250 გ მზესუმზირას ზეთი, 250 გრამი ნავთი, 10 პარკი წითელი მწარე წიწაკა. დააყენეთ თბილ ადგილას 10 დღე. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში. დილით ჩაიცვით თბილი თეთრეული.
- აიღეთ 50 გ ქერიფქლას (გულსოსანას) ყვავილი, 200 მლ არაყი და 100 მლ 70-გრადუსიანი სპირტი. ეს სპირტოვანი ნაყენი გამოიყენეთ შესაზელად.
- აიღეთ 1 ს/კ ავშანის ყვავილი, დაასხით 300 მლ მდუღარე, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. გამოიყენეთ, როგორც გარეგანი საშუალება, კომპრესებისათვის.
- ფხვნილადქცეული დაფნის ფოთოლი (6 წილი) და ღვიის წიწვები ( 1 წილი) გალესეთ ახალ ნაღების კარაქში (12 ნაწილი). მიღებული მალამო გამოიყენება მტკივან ადგილებში შესაზელად, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება.