» » » ყველაზე უბრალო და საიმედო საშუალებები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

ყველაზე უბრალო და საიმედო საშუალებები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება არის ქრონიკული, ხანგრძლივად მიმდინარეობს და პერიოდულად მწვავდება. დაავადება მამაკაცებში 4-5-ჯერ ხშირია ვიდრე ქალებში.
კუჭის კედლის ამომფენი ქსოვილის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში კუჭის წვენმა შეიძლება მოინელოს კუჭის კედელი, ხშირად ამას მივყავართ ღია ჭრილობის ჩამოყალიბებამდე ან წყლულამდე.

მკურნალობა ასეთია:
  • აიღეთ მაღალი ქვაბი და 1 ლიტრიანი ქილა განიერი ყელით, ქვაბის ფსკერზე მოათავსეთ აზბესტის ნაჭერი, დაადეთ ზემოდან ქილა, რომელიც სავსეა კრაზანას გამშრალი ბალახით, დაასხით ზეითუნის ზეთი, ისე რომ დაიფაროს ბალახის ზედაპირი, აიღეთ მეორე ქვაბი და ორივეში ჩაასხით წყალი, ჩადგით ქილიანი მეორე ქვაბში და დადგით ისეთ ცეცხლზე რომ ზეთი არ ადუღდეს, გააჩერეთ ცეცხლზე იქამდე, სანამ წამლიანი ქვაბიდან არ ამოშრება 150 მლ წყალი. ეს რაოდენობა წყალი გადმოასხით მეორე ქვაბიდან და 6 სთ-ში წამალი მზად იქნება, გაწურეთ. გააჩერეთ გრილ და ბნელ ადგილას. მიიღება 2 ს/კ ჭამამდე 30წთ-ით ადრე. ამ დროს ალკოჰოლური სასმელი და მოწევა აკრძალულია.

  • 1 კგ მაისის ყვავილების თაფლი, 250 გრ მშრალი გლუკოზა, 1 კგ ნიგოზი, 50 გრ კატაბალახას ძირები, 50 გრ არყის ხის კვირტები, 3 ც დანაყილი მუსკატის კაკალი, 2 ლ კონიაკი დააყენეთ 2 კვირა ბნელ ადგილას. მიიღება 1 ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

  • ერთ-ერთ ყველაზე უბრალო და საიმედო საშუალებად ითვლება: სამწლიანი ალოეს მოაჭერით ეკლები, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ 3 ფენა მარლაში, 250 მლ წვენს დაუმატეთ 250 მლ თაფლი და 250 მლ სპირტი, კარგად აურიეთ, დააყენეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში თბილ ადგილას. შემდეგ გათქვიფეთ როგორც კარაქი 1 სთ-ის განმავლობაში. მიღებული მასა მიიღება 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.

  • 1 ს/კ ასფურცელას ყვავილის კალათებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 სთ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ-ით ადრე. ასფურცელა უკუნაჩვენებია ბავშვებსა და ფეხმძიმეებში.

  • 1/2 ჭ კარტოფილის წვენი მიიღება 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • 50 გრ არყის ხის კვირტებს დაასხით 1/2 ლ არაყი, დადგით ბნელ ადგილას 10 დღე. ეს საშუალება გამოიყენება წყალმანკის, შარდის ბუშტის ანთების, რევმატიზმის, კანის დაავადებების დროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.