დადგენილია, რომ კუნელი ანელებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას და ეხმარება გულის კუნთს შეკუმშვაში. იგი აუმჯობესებს კორონალურ და ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხსნის ტაქიკარდიას, სიმძიმეს გულის არეში, აგრეთვე თავბრუსხვევას.
ზემოხსენებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კუნელი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. ხანდაზმულ ადამიანებზე.
- დაასხით 300 მგ. მდუღარე წყალი 2 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს და დააყენეთ 2 საათი თერმოსში. მიიღეთ 100-100 მგ დღეში სამჯერ ჭამამდე.
- კუნელის დანაწევრებულ ნაყოფს დაასხით 70 პროცენტიანი სპირტი (1 წილ ნაყოფზე 10 წილი სპირტი) და დააყენეთ 10 დღე ბნელ ადგილზე. მიიღეთ 20-20 წვეთი დღეში სამჯერ.
- აურიეთ ერთმანეთში 7 სუფრის კოვზ (თავმობმული) კუნელისა და ასკილის ნაყოფი, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ, გამოწურეთ გაჟღენთილი ნაყოფი და მიღებული ნაყოფი მაცივარში შეინახეთ.
სვით თითო ჭიქა ჭამის დროს ჩაის ნაცვლად 2-3 კვირა, გულის ნებისმიერი დაავადების დროს.
კუნელი ნებისმიერი სახით შეგიძლიათ მიიღოთ - ჭამოთ ცოცხალი ნაყოფი, გაახმოთ და შეინახოთ, დააყენოთ მისგან სხვადასხვაგვარი წვენი და ა.შ.