მოხრჩობის შეტევები ჩვეულებრივ ვლინდება ღამით, უეცრად და ახლავს გაძნელებული ან მსტვინავი სუნთქვა, მყეფავი ხველა, მოხრჩობის შიში, ცხელება ამ შემთხვევაში არ ვლინდება.
მკურნალობა:
- ავიღოთ 1/2 ს/კ მაისის ოროვანდის ფოთლები, დავასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე, დავამატოთ 1/2 ს/კ ვერხვის ფოთლები და 1 ს/კ სოჭის წიწვები და მოვხარშოთ. გაცივების შემდეგ დავამატოთ 1 ჩ/კ საჭმელი სოდა, ეს ნარევი 7 დღე გავაჩეროთ ბნელ ადგილას. მიიღება 1 ს/კ 1-ჯერ კვირაში ძილის წინ.
- ასთმის შეტევის დროს კარგია: მოვხარშოთ კარტოფილი კანთან ერთად და ვისუნთქოთ მისი ორთქლი, თავზე გადავიფაროთ პლედი. ამ დროს უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით კენკრის ან მოცვის ფოთლებისგან მომზადებული ჩაი. შეტევის გავლის შემდეგ ავადმყოფი უნდა ჩაწვეს თბილად.
- მოვამზადოთ ნაყენი: 20 გრ ქრისტესისხლას დავამატოთ 200 მლ არაყი, გავაჩეროთ 14 დღე, გავწუროთ მიიღება 20-20 წვ. ქოშინისა და შეტევის დროს. ქრისტესისხლას წვენი მიიღება 1დან 25 წვეთამდე მატებით და პირიქით 25 დან 1 წვეთამდე კლებით, 2 თვის განმავლობაში, 1/4ჭ წყალთან ან რძესთან ერთად. ზამთარში, როცა ქრისტესისხლას წვენის მიღება ვერ ხერხდება, შეიძლება მშრალი მცენარიდან ნაყენის მომზადება: 1 ს/კ ქრისტესისხლას დავასხათ 1 ჭ მდუღარე, გავაჩეროთ 1 სთ. გავწუროთ. მიიღება 1/3 ჭ ქოშინის დროს.
- კარგია გულ-მკერდის არე დაიზილოს ხელებით და უხეში პირსახოცით, წყლისა და ზეთის გარეშე.
- ღამით გულმკერდი და ზურგი დაიზილეთ ღორის ქონით, შეფუთეთ კომპრესის ქაღალდით, ზემოდან კი შემოიხვიეთ შალი.
- მოვამზადოთ ნარევი: 2 თავი ნიორი და 5 ც ლიმონი გავხეხოთ, დავამატოთ 1 ლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, გავაჩეროთ 5 დღე, მიიღება 1 ს/კ 5-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ-ით ადრე.