ბრონქული ასთმა ჩვენი ოჯახური დაავადებაა. დიდი ხანია გვაწუხებს, განსაკუთრებით კი ისეთ გარემოში გვიტევდა, სადაც ნესტია და ტენიანობა მაღალია. არავინ იცის, ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ვირისტერფას საოცარი თვისებების შესახებ რომ არ შემეტყო. მისი ფოთლებისიგან დამზადებულმა წამალმა მთელი ოჯახი ამოგვასუნთქა. მინდა ეს რეცეპტი სხვებმაც იცოდნენ.
- აიღეთ ვირისტერფას 40 ფოთოლი, ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში (სასურველია, ჭაჭისა იყოს) და ერთი დღე - ღამე გააჩერეთ.
ამგვარად დამუშავებული ფოთლები, სანამ არ გათავდება, ყოველ საღამოს დააკარით ბავშვს გულმკერდზე. ერთი კურსის ჩათავების შემდეგ მკურნალობა ასეთი სქემით გააგრძელეთ: ვირისტერფას 40 ფოთოლი ისევ ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში და ისევ ერთი დღე-ღამე გააჩერეთ. პირველ საღამოს ბავშვს გულმკერდზე დააკარით ერთი ფოთოლი,მეორე საღამოსაც ერთი ფოთოლი, ოღონდ არა გულმკერდზე, მეოთხე დღეს - ისევ ზურგზე და ასე გააგრძელეთ, ვიდრე ფოთლები არ გამოგელევათ. ეს რეცეპტი ასთმით დაავადებული პატარებისთვისაა. რაც შეეხება დაავადებულ მოზრდილებს, მათთვის გთავაზობთ ასეთ რეცეპტებს:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა წყალი, დიდხანს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი უნდა მიიღოთ ყოველდღე, ნახევარ-ნახევარი ჭიქა.
- კარგია ქერის ყავა. ამისათვის ქერის სუფთა მარცვლები მოხალეთ და შემდეგ დაფქვით. მოადუღეთ როგორც ყავა და მიირთვით.
- შეტევის დროს ავადმყოფთან ახლოს დადგით ნიშადურიანი ფიალა. ოთახში უნდა იყოს სუფთა ჰაერი. არ შეიძლება სიგარეტის კვამლი.
- ავიღოთ 1 კგ კაკალი. გამოვარჩიოთ ლებნებს შორის ტიხარი,დავასხათ 0,5 ლ სპირტი, 7 დღე დავდგათ თბილ და ბნელ ადგილას, შემდეგ მივიღოთ 25-30 წვეთი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დავაყოლოთ თბილი რძე.
- 100 გრ დანაყილი ნიორი, 500 გრ თაფლი, 0,5 ლ არაყი ავურიოთ, ვადუღოთ 35 წთ, მივიღოთ ცხელი სახით თითო ს/კ სამჯერ დღეში.
- 500 გრ თავიანი ხახვი, 500 გრ შაქარი, 50 გრ თაფლი, 1 ჭიქა ცხელი წყალი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. დუღილისას ხშირად არ მოვხადოთ სახურავი. მივიღოთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ.