უმი ისპანახის სახით ბუნებამ ადამიანი მოამარაგა ჩინებული ორგანული ნივთიერებით ნაწლავის ტრაქტის გასასუფთავებლად და ფუნქციათა აღსადგენად.
უმი ისპანახის წვენი ძალზე ეფექტურია არა მარტო ნაწლავედის ქვედა ნაწილის, არამედ მთელი საჭმლის მომენელებელი ტრაქტის გასუფთავებისათვის, ხელს უწყობს მათ გაჯანსაღებას.
ისპანახის წვენი შეიცავს C და E ვიტამინებს. E ვიტამინის უკმარისობა ორგანიზმში - დამბლის მრავალი სახეობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია. ეს წვენი მოგიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. ყოველდღე დალიეთ ნახევარი ლიტრი ისპანახის წვენი, რამდენიმე დღის განმავლობაში (მძიმე შემთხვევაში - ერთ კვირაში) იკურნება კუჭშეკრულობის ყველაზე მძიმე ფორმა. სტაფილოს და ისპანახის წვენების ნარევი აგაცილებთ პიორეას - ეს სურავანდის მსუბუქი ფორმაა. სასარგებლოა ისპანახის წვენი (ისევე, როგორც სტაფილოს წვენი) ავთვისებიანი ანემიის, ნერვული მოშლილობის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების სეკრეციის დარღვევის, ნევრიტის, ართრიტის, აბსცესის და ფურუნკულოზის, კიდურების შეშუპების, თავის ტკივილის (მათ შორის, შაკიკის) სისხლდენებისადმი მიდრეკილების დროს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული ისპანახის მიღება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან გვინდა ჩვენს თირკმელებში მჟაუნმჟავას კრისტალების დაგროვება, რასაც თირკმლის ტკივილები და დაავადებები მოყვება), როცა ისპანახი იხარშება ან კონსერვირდება, მჟაუნმჟავას ატომები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არაორგანულ ატომებად იქცევა და მათ შეუძლიათ თირკმელებში კრისტალების წარმოქმნა.