» » » ნადები და ცხიმი გამწოვზე ორ წამში ქრება! ეს და კიდევ 10 ეშმაკობა უბადლოდ სუფთა სამზარეულოსთვის

ნადები და ცხიმი გამწოვზე ორ წამში ქრება! ეს და კიდევ 10 ეშმაკობა უბადლოდ სუფთა სამზარეულოსთვის

ყველას არ სიამოვნებს სამზარეულოს დალაგების პროცესი.. გამწოვის გაწმენდა, მაცივრის დალაგება, კაფელის გარეცხვა დიასახლისებში ისტერიკასაც კი იწვევს. რჩევების რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ეშმაკობას, რომლებიც დაგეხმარებათ იმის გაწმენდაშიც, რაც აქამდე შეუძლებლად გეჩვენებოდათ.



სუფთა სამზარეულო
  1. გამწოვიდან ცხიმისა და ნადების მოშორება 15 წუთში შეგიძლიათ. პირველ რიგში, მოხსენით მას ბადე და ჩაალბეთ იგი ხსნარში (1 ლ წყალზე 4 ს.კ. მარილი და 3 ჩ.კ. ლიმონმჟავა). თუ ცხიმი და ნადები ამ სახით არ ამოვიდა, წამოადუღეთ ბადე ხსნარში.


  2. მიმწვარი ქვაბის გაწმენდაში ნახშირი დაგეხმარებათ. დანაყეთ რამდენიმე ტაბლეტი ნახშირი და მოაყარეთ ბინძურ ადგილას. 20 წუთში მოასხით ქვაბს ცოტაოდენი ცივი წყალი და ნახევარ საათში გარეცხეთ.


  3. მულტიფუნქციური ქვაბის ყველა მფლობელმა იცის, რომ მოწყობილობის გამაცხელებელი ელემენტი მუდმივად სუფთა უნდა იყოს, თუმცა ამის მიღწევა საკმაოდ რთული ჩანს.
    მის გასაწმენდად ჩაალბეთ ჯაგრისი საკვებ სოდაში და გახეხეთ ბინძური ზედაპირი, შემდეგ სუფთა, ნოტიო ქსოვილით მოაშორეთ ნარჩენები და გაამშრალეთ.



  4. მაცივრის დალაგება და უსიამოვნო სუნის გაშრობა მარტივია ძმრისა და წყლის 1:1 ხსნარით. რეცხვის შემდეგ გირჩევთ, არ გამოიყენოთ მაცივარი მაშინვე, აცადეთ განიავების საშუალება რამდენიმე საათით. უფრო რადიკალური მეთოდია ნიშადურის სპირტი - კედლების გაწმენდის შემდეგ მაცივარი მთელი დღით უნდა განიავდეს.



  5. სამზარეულოს კაფელის ცხიმისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ შემდეგი ხსნარი: 4 ლ წყალზე 4 ს.კ. ბურა, 100 მლ ძმარი და 100 მლ ნიშადურის სპირტი. გაიკეთეთ პირბადე, ხელთათმანები და დაიწყეთ წმენდა.



  6. სამზარეულოს კარადებზე ცხიმის მოსაშორებლად მოამზადეთ მცენარეული ცხიმისა და სოდის 1:1 ხსნარი. საშინაო საშუალება უნდა წაუსვათ ბინძურ ზედაპირს და გააჩეროთ 30 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ღრუბელით მოაშორეთ ნარჩენები.



  7. ყველაზე მარტივი საშუალება ბლენდერის სწრაფი რეცხვისთვის: გამოყენების შემდეგ ჩაასხით მასში წყალი და რამდენიმე წვეთი სარეცხი ჟელე. შემდეგ აბრუნეთ 20 წამით და გამოავლეთ წყლით.



  8. ბევრი კულინარი გვირჩევს, არ გამოვიყენოთ ყავის საფქვავი სანელებლებისთვის, რადგან ეთერზეთები, რომლებიც ამ დროს გამოიყოფა, შეიწოვს ყავას. თუ ასეთი შეცდომა დაუშვით, არ იდარდოთ. სიტუაციის გამოსასწორებლად დააფქვიეთ აპარატში ბრინჯი.



  9. სახეხის გაწმენდაში ჩვეულებრივი სამღებრო ფუნჯი დაგეხმარებათ. მყარი ფუნჯი მოაშორებს საჭმლის ნარჩენებს.



  10. ძველ ნაგვის სათლსაც ესაჭიროება გაწმენდა! ამისათვის გააკეთეთ ყინულის კუბიკები ძმრისა და წყლის თანაბარი ხსნარით, შემდეგ კი მოათავსეთ იგი სათლში. როცა ყინული დადნება, გარეცხეთ ჭურჭელი გამდინარე წყლით.



  11. ფაიფურის ფინჯანში ყავის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენე ძმარი და მარილი. შეურიეთ ისინი თანაბარი პროპორციით და ჩაასხით ბინძურ ფინჯანში. 30 წუთში გარეცხეთ ჭურჭელი.

თქვენ როგორ ინარჩუნებთ სისუფთავეს სამზარეულოში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.