დამეთანხმებით, შარდის შეუკავებლობა დიდისთვის თუ პატარასთვის სერიოზული პრობლემაა, თუმცა ბავშვებზე მეტ უხერხულობას მაინც მოზრდილებს უქმნის. მეგონა, ენურეზს მხოლოდ ოპერაცია შველოდა და ექიმთან მისვლას თავს ვარიდებდი, შარდის შეუკავებლობით გამოწვეული უხერხულობის ატანა კი უფრო მიჭირდა, ვიდრე ერთმა ქალბატონმა რამდენიმე რეცეპტი არ მასწავლა. მათი წყალობით პრობლემას თავი დავაღწიე და დღეს ამ უებარ საშუალებებს თავად ვასწავლი სხვებს:
- აიღეთ 40 გრამი კრაზანას გამხმარი ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათით დააყენეთ. სვით სურვილსამებრ, ჩაის და წყლის ნაცვლად ძილის წინ.
- მშვენიერი საშუალებაა სალბის ჩაიც. 10 გ ბალახს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი, 10 წუთი ადუღოთ ნელ ცეცხლზე, შეფუთული 1 საათით გააჩეროთ, შემდეგ გაწუროთ და მიიღოთ 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
- ერთ სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათი დადგით. მიიღეთ მთელი ულუფა ერთ ჯერზე დღეში ერთხელ.