» » » ისპანახის ახალი წვენის ყოველდღიური მიღებით, მოკლე დროში შესაძლებელია ყველაზე მძიმე ფორმის ყაბზობისგან მორჩენა

ისპანახის ახალი წვენის ყოველდღიური მიღებით, მოკლე დროში შესაძლებელია ყველაზე მძიმე ფორმის ყაბზობისგან მორჩენა

ისპანახი შეიცავს 90 პროცენტ წყალს, ნაკლებად კალორიულია, მდიდარია ვიტამინებით, კერძოდ, 300 გრამი ისპანახი შეიცავს 8 მილიგრამ პროვიტამინ A-ს და კაროტინს, რაც აუცილებელია უჯრედების დასაცავად. ასევე, შეიცავს 30-40 მილიგრამ ვიტამინ D -ს, რომლის ნაკლებობას განსაკუთრებით ორსული ქალები, ბავშვები და მოხუცები განიცდიან. 100 გრამი ისპანახი დაახლოებით 500 მილიგრამ მჟაუნმჟავას და 80 მილიგრამ შარდმჟავასაც შეიცავს. მოხარშვამდე ისპანახი გაცილებით მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე მოხარშვის შემდეგ. ამიტომ, გირჩევთ მისი ნორჩი ფოთლებისგან სალათა მოამზადოთ.

  • უმი ისპანახი მდიდარია ისეთი ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც ასუფთავებენ და აღადგენენ კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობის ფუნქციას. ამ ბოსტნეულიდან მომზადებული 0,5 ლ ახალი წვენის ყოველდღიური მიღებით, მოკლე დროში შესაძლებელია ყველაზე მძიმე ფორმის ყაბზობისგან მორჩენა, ამ დროს დიეტიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის პროდუქტები. ისპანახის წვენი სასარგებლოა მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, კუჭიდან მსხვილ ნაწლავამდე.

  • ისპანახის სხვა ძვირფასი თვისებაა კბილებსა და ღრძილებზე მისი დადებითი ზემოქმედება, იგი იცავს მათ პაროდონტოზისგან. ეს ავადმყოფობა სურავანდის მსუბუქ ფორმას წარმოადგენს და ორგანიზმში სწორედ იმ ელემენტების ნაკლებობის მიზეზად გვევლინება, რომლებსაც მოიცავს სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევი. მოხარშული ბურღულეულის, რაფინირებული შაქრისა და სხვა არასრულფასოვანი საკვების შედეგად, აგრეთვე C ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული ღრძილებიდან სისხლდენა და კბილის პულპის ფიბროიდული დაშლა. დაავადების საბოლოო განკურნება შესაძლებელია მხოლოდ უმი, ნატურალური მცენარეული საკვების, განსაკუთრებით კი სტაფილოსა და ისპანახის წვენების მიღებით.

  • ისპანახის წვენი კუჭის შესანიშნავი გამწმენდია. გაატარეთ ისპანახის ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის, ფორთოხლის, მწვანე ვაშლის ან გრეიპფრუტის წვენი.

  • ისპანახი, სალათა და წყლის წიწმატი, სტაფილოსა და მწვანე წიწაკასთან ერთად, ბოსტნეულის იმ სახეობებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე მეტად მოიცავენ C და U ვიტამინებს. ამ უკანასკნელის უკმარისობა ქალების უნაყოფობისა და მუცლის მოშლის, აგრეთვე მამაკაცთა სქესობრივი სისუსტის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს. დამბლის მრავალი ფორმაც ასევე ვიტამინის ნაკლებობის შედეგია; მისი უკმარისობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და საერთო გუნება-განწყობის გაუარესებას.

  • ისპანახი არ უნდა გამოვიყენოთ მოხარშული ან კონსერვირებული სახით, ვინაიდან ამ შემთხვევაში მასში შემავალი მჟაუნის სიმჟავის ატომები მაღალი ტემპერატურის გავლენით არაორგანულნი ხდებიან, რაც ხელს უწყობს მათი კრისტალების დაგროვებას თირკმელებში. ამიტომ მიღება ეკრძალებათ თირკმელით, ღვიძლითა და პოდაგრით დაავადებულ ადამიანებს.
    ისპანახის უმი ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება სალათებში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.