ფარსმანდუკი მთელ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ქართ-კახეთსა და ფშავში მას მელისკუდას ეძახიან, ხევსურეთში - ციცასკუდას, თუშეთში - წყლულის ბალახს, რაჭასა და იმერეთში - კრავიკუდას. ფარსმანდუკი ხარობს დასახლებულ ადგილების მახლობლად. სამურნალო მიზნით აგროვებენ მცენარის მიწისზედა ნაწილს.
ფარსმადნუკის ფოთლები შეიცავს ალკალოიდ აქილეინს, ეთერზეთებს, რთულ ეთერებს, ქაფურს, გლიკოზიდებს - აპიგენინსა და ლუტეონინს, ორგანულ მჟავებს, ამინომჟავებს, კაროტინს, C და B ვიტამინებს და მთრიმლავ ნივთიერებებს.
ფარსმანდუკის პრეპარატებს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური დანიშნულება გააჩნიათ. აღსანიშნავია მისი ნაყენის ანტისპაზმური მოქმედება, რისი მიღების გამოც ძლიერდება შარდის გამოყოფა და ნაღვლის წვენის გადასვლა ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში, იხსნება ნაწლავების სპაზმით გამოწვეული ტკივილი.
ფარსმანდუკის ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ:
2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და პირში გამოივლეთ ან სვით 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ. ბუასილის დროს აბაზანისთვის 2 ს/კ მშრალი ბალახი დააყენეთ 1 ლ მდუღარე წყალზე, გააგრილეთ და ისე იხმარეთ.
ფარსმანდუკი მრავალი სამკურნალო ნაკრების შემადგენლობაში შედის.