სწორედ თვალების გარშემო არსებულ კანზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული ის ფაქტი, თუ რამდენად ახალგაზრდად და ლამაზად გამოვიყურებით, რის გამოც ყოველთვის სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ მათ და რეგულარულად ჩავიტაროთ შესაბამისი პროცედურები. კოსმეტიკა, რომელსაც ამ დეფექტების შესანიღბად ვიყენებთ, მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა და რიგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს მდგომარეობას, რადგან კრემების უმრავლესობა, საუბარია ძვირადღირებულ კოსმეტიკაზეც, აცობს კანის ფორებს და უშლის მას ხელს სუნთქვაში.
სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დღეს "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ძალიან მარტივ რეცეპტს საოცარი ეფექტით. დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი თითოეული საშუალება ჭიმავს და აახალგაზრდავებს თვალების გარშემო არსებულ კანს, აგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებს, ატენიანებს და კვებავს კანს.
ნატურალური კრემები ქუთუთოებისთვის
როგორც მოგეხსენებათ, სიბერის პირველი ნიშნები სახეზე სწორედ თვალების გარშემო არსებულ კანზე იჩენს თავს და ყველაზე ხშირი ეს მოვლენა 25 წელს გადაცილებულ ქალბატონებში. დაბერების პროცესი რომ შევანელოთ, აუცილებელია შესაბამისი ზომები მიღება. სწორედ ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მთავარი კოზირი, რომელსაც ფლობთ, სწორედ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული სპეციალური საშუალებებია, რომლებიც განსხვავებით კოსმეტიკური პროდუქტებისა, არ იწვევს უჩვეულო რეაქციებს, არ აცობს კანის ფორებს, არ იწვევს მიჩვევას და ა.შ.
როგორ გავიახალგაზრდავოთ თვალების გარშემო არსებული კანი
რეცეპტი №1
არაჟანი
დავიწყოთ დატენიანებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და კანის ნებისმიერი მონაკვეთისთვის. რაც უფრო კარგადაა დატენიანებული კანი, მით ნაკლებია ნაოჭებისა და კანის სხვა მსგავსი დეფექტების განვითარების საშიშროება.
თქვენ დაგჭირდებათ:
- არაჟანი - 2 ს.კ.
- გახეხილი კიტრი - 2 ს.კ.
შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში და კარგად წაისვით თვალების გარშემო არსებულ კანზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. მოცემული ნარევი დაატენიანებს და გამოკვებავს კანს, რაც დაგეხმარებათ მცირე ზომის ნაოჭების გაგლუვებაში, კანის გადაჭიმვაში და შავი ტომრების მოშორებაში.
რეცეპტი №2
ბალახეული
თქვენ დაგჭირდებათ:
- გახეხილი კიტრი - 1 ს.კ.
- პიტნა - 1 ს.კ.
- ბაზილიკა - 1 ჩ.კ.
პიტნა და ბაზილიკა აუცილებლად უნდა იყოს ახალი. დაფქვით ორივე ბალახეული და შეურიეთ გახეხილ კიტრში ან ალოეს წვენში და დააყოვნეთ ცივ ადგილზე რამდენიმე საათით. გაინაწილეთ მზა საშუალება თვალების გარშემო არსებულ კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით. მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით და შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით. რეგულარული პროცედურების შედეგად თქვენ შეძლებთ კანის გადაჭიმვასა და ნაოჭების გაგლუვებას.
რეცეპტი №3
თაფლი
მოცემული ნიღაბი ეფექტურად უმკლავდება შეწითლებასა და პიგმენტურ ლაქებს. რეცეპტში შემავალი ორი ინგრედიენტი, თაფლი და კიტრი, ცნობილია, როგორც ბუნებრივი გამათეთრებელი საშუალებები.
თქვენ დაგჭირდებათ:
- გახეხილი კიტრი - 1 ს.კ.
- თაფლი - 1 ჩ.კ.
ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში, გაინაწილეთ თვალების გარშემო არსებულ კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20-30 წუთით. მოიშორეთ გრილი წყლით. თაფლი გამოკვებავს თქვენს კანს, ხოლო კიტრი დაიცავს მას გამოშრობისგან.
ამოარჩიეთ წარმოდგენილი 3 საშუალებიდან თქვენთვის სასურველი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვად დღეიდანვე. თითოეული ეს საშუალება ეფექტურად ატენიანებს და კვებავს კანს, ჭიმავს მას და აგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებს.