იგი სუსხიან ზამთარში ცხვირსა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
დიდხანს ვიტანჯებოდი სურდოთი. მეგონა, ჰაიმორიტი მჭირდა, მაგრამ ექიმებმა ეს დიაგნოზი არ დაადასტურეს. საკმარისი იყო, გავციებულიყავი, რომ ცხვირი ისე მეჭედებოდა, აღარც სუნთქვა შემეძლო და აღარც ნორმალურად ლაპარაკი. ცხვირში ჩასაწვეთებელი წამლები ცოტა ხანს მშველოდა, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ყველას გაგვიგონია, რომ სურდოს დროს სასარგებლოა კარტოფილის ნახარშის ინჰალაცია, ცოტა ხნის წინ კი ამ რეცეპტის გაუმჯობესებულ ვარიანტს გადავაწყდი, რომელსაც უფრო ძლიერი ეფექტი აქვს.
- კარტოფილი კანიანად მოხარშეთ და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი პროპოლისი - სწორედ ის ზრდის პროცედურის სამკურნალო ძალას.
მკურნალობის კურსი მოიცავს 10 პროცედურას. ჩაიტარეთ დღეგამოშვებით.
ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისას შემდეგ საშუალებას მიმართეთ: - აიღეთ ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი, 10x40 ზომის დოლბანდის ნაჭერი, სახეხი და ის მცენარეები, რომლებიც ფიტონციდებს შეიცავენ: ხახვი, ნიორი, ბოლოკი, პირშუშხა, ფიჭვის და ოფის კვირტები, ფიჭვის წიწვები. გახეხეთ სახეხზე რამდენიმე კბილი ნიორი ან მცირე ზომის ხახვი. მიღებული ფაფისებური მასა მოათავსეთ დოლბანდზე. დოლბანდი სწრაფად მოათავსეთ ჩაიდნის ფსკერზე და სწრაფად დააფარეთ სახურავი.
ჩაიდნის ცხვირი პირში მოათავსეთ, დაიცეთ ცხვირის ნესტოები და შეისუნთქეთ არომატი 8-10 წთ-ის განმავლობაში. ცხვირიდან ამოისუნთქეთ.
ნედლეული ინჰალაციისთვის ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ. ბოლოკი და პირშუშხა- უნივერსალურია და თითქმის ყველასთვის სასარგებლო. ანგინის დროს გიშველით ხახვი, ხოლო ფილტვების დაავადებისას უფრო სასარგებლოა ნიორი. ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვი ან კვირტი ფრთხილად უნდა გამოიყენონ ალერგიისკენ მიდრეკილების მქონე ადამიანებმა.
გახსოვდეთ: ინჰალაციის შემდეგ არ შეიძლება შინიდან გასვლა.