ახალგაზედობაში ხშირად მეჭედებოდა ცხვირი. თავდაპირველად ეს ბანალური სურდოს ბრალი მეგონა. ასე ფიქრობდნენ სპეციალისტებიც, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ გაჭედილობა მთელი წელი გრძელდებოდა, ალერგიული რინიტის დიაგნოზი დამისვეს და მკურნალობაც დამინიშნეს. არ ვიცი, მუდმივმა სურდომ და ცხვირის ლორწოვანი გარსი, რამდენიმე ხანში კი ყნოსვაც დავკარგე. ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერაფრით წარმოიდგენს, რას ნიშნავს სურნელის შეგრძნების უუნარობა. დიდი კვლევა - ძიების შემდეგ მივაგენი რამდენიმე შინაურ საშუალებას, რომელმაც ყნოსვა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა.
- აიღეთ 10 გრამი პროპოლისი და 50 ნაღების კარაქი , 2 საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა, ოვალური სანთლები და დილა-საღამოს ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდეთ ცხვირში.
- არის ასეთი საშუალებაც სურდოსგან თავის დასაღწევად: გახეხეთ პირშუშხას რამდენიმე ფესვი. ცრემლთან ერთად გაგივლით გაციებაც. კარგი იქნება, რაიმე კერძთან ერთ კოვზ პირშუშხასაც თუ მიირთმევთ.
- თუ გაქვთ სურდო, ორთქლის აბაზანაში ადუღეთ მცენარეული ზეთი 30-40 წთ. გაცივებულ ზეთში ჩადეთ 3 კბილი ნიორი, 3 მომცრო თავი ხახვი და დადგით 2 სთ. ღამით დაიზილეთ ქუსლები (აქ განლაგებულია ცხვირ-ხახის მნიშვნელოვანი წერტილები).
- სურდოს დროს დღეში რამდენჯერმე ორივე ნესტოში ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი ჭარხლისა და ალოეს წვენი, ანდა ხახვისა და ნივრის ზეთოვანი ხსნარი.
- თუ ძლიერი სურდო გჭირთ, ყოველ 2-3 სთ-ში ერთხელ მიიღეთ თითო ს/კ თაფლი, არეული ხახვთან ერთად. ხახვი შეიცავს მდოგვის ზეთს, რომელიც დაჭრის დროს გამოიყოფა და როგორც ანტიბიოტიკი, ისე მოქმედებს.