დაგჭირდებათ:
- 50 გრ ალოე
- 50 გრ წითელი ჭარხალი
- 50 გრ  სტაფილო
- 50 გრ თალგამი 
- 50 გრ შავი მოცხარი 
- 50 გრ კრაზანას მიწისზედა ნაწილი 
- 10 ლიმონის წვენი 
- 200 მლ სამედიცინო სპირტი 
- 500 გრ  თაფლი 
მომზადების და მიღების წესი:
ეს ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ მუქ ჭურჭელში 3 კვირით, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დოლბანდში გადაწურეთ და მიიღეთ 30 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს  დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, 45 წუთი ოთახის  ტემპერატურაზე  გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი  დღეში 3-ჯერ. 
- 2 სუფრის კოვზ მშრალ  დაქუცმაცებულ  ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ. 
 არ დაიზაროთ, მოამზადეთ, გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ მართლაც უებარია.
 
                 
        

