» » » მოგიწოდებთ არ ჭამოთ ასეთი კარტოფილი, ის საწამლავს შეიცავს.

მოგიწოდებთ არ ჭამოთ ასეთი კარტოფილი, ის საწამლავს შეიცავს.

ჩვენმა ბებიებმაც კი იცოდენ, რომ აღმოცენებული კარტოფილი მავნეა და მისი ჭამა არ შეიძლება. ნამდვილად ასეთი მავნეა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის თუ უბრალოდ მითია? განვიხილოთ ეს საკითხი სამედიცინო თვალსაზრისით.

ხდება ხოლმე, რომ მაღაზიის კარტოფილიც კი სახლის თბილ ტემპერატურაში მოხვედრიდან რამოდენიმე დღეში პატარა ღოჯებით იფარება. ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ასეთი კარტოფილის საკვებში გამოყენება?



აღმოცენებული კარტოფილი




აღმოცენებული კარტოფილი ზიანის მომტანია
ექსპერტები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია მის რაოდენობაზე. თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ კარტოფილში სოლანინი წარმოიქმნა.

სოლანინი — შხამიანი გლიკოალკალოიდია, რომელიც ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეებში გამომუშავდება. მათ შორისაა კარტოფილიც.

ჩვეულებრივი კარტოფილის შემადგენლობაში სოლანინის შემცველობა 0,05%, ხოლო აღმოცენებულ კარტოფილში მნიშვნელოვნად მეტი, მისი კონცენტრირება ხდება კანში და ღოჯებში.
სოლანინის შემცველობა კარტოფილში


სოლანინი იწვევს ნერვული სისტემის ჯერ აღგზნებას შემდეგ კი დაჩაგვრას, ერიტროციტების რღვევას. ის ტოქსიკურია ადამიანისთვის.
სოლანინით მოწამვლის სიმფტომებია: ღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, დიარეა, დეზორიენტაცია, გუგების გაფართოება და მაღალი ტემპერატურა.

რთულ შემთხვევებში მოწამვლა იწვევს დელირიას, კომას და კრუნჩხვებს. მაგრამ ნუ შეშინდებით ამ დონემდე მისასვლელად საჭიროა შეჭამოთ რამოდენიმე კილოგრამი თერმულად დაუმუშავებელი, ჭუჭყიანი და მოუსვლელი კარტოფილი, რეალურად კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
კარტოფილში სოლანინის დონის შემცირება შესაძლებელია

თუკი კანის უხეშ ნაწილს მოჭრით, მაშინ სოლანინის შემცველობა მასში თავდაპირველის 5-10% დარჩება. გამწვანებულ ადგილებში მისი კონცენტრაცია ასევე საკმაოდ მაღალია, ამიტომ წმენდისას მათი მოჭრაც აუცილებელია.

როგორ ავირიდოთ კარტოფილით მოწამვლა


კარტოფილი რომელიც დაფარულია ხშირი აღმონაცენებით, უმჯობესია გადავაგდოთ. ასეთ კარტოფილში სოლანინი სიღრმეშია შეჭრილი. თუნდაც მოაჭრათ კანის სქელი ფენა, ასეთ კარტოფილში მაინც რჩება მავნე ნივთიერების ის ოდენობა რომ თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
როგორ ავირიდოთ კარტოფილით მოწამვლა

კარტოფილი პრიალა ზედაპირით რომელზეც რამოდენიმე წამონაზარდია, შეგიძლიათ შეჭამოთ გასუფთავების და თერმულად დამუშავების შემდეგ. კარტოფილი შიგნიდან არ იქნება შხამიანი.

ნორმა ასეთია — 3-5 წამონაზარდი პატარა კარტოფილისთვის, 4-8 დიდისთვის.

აღმონაცენების ნორმა კარტოფილში


ზოგი ერიდება შხამიანი კარტოფილის გადაყრას. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ იციან ხიფათის შესახებ. ხოლო შემდეგ მასში დახარჯული ფული ენანებათ. ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.