რატომ უნდა დავლიოთ წყალი?
ყველა თავმოყვარე ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაინტერესებულა ახალგაზრდულლი სილამაზის საიდუმლოთი, ორგანიზმის გაწმენდით, გახდომით.... და მხოლოდ ერთ რამეში ემთხვევა ოფიციალური და არატრადიციული მედიცინის აზრი — წყალი უნდა ვსვათ. თუმცა საკითხავია როგორ, როდის და როგორი — აქ უკვე აზრები იყოფა.
რჩევების რედაქციამ გაანალიზა ტრადიციული და ხალხური მედიცინის, აიუვედას და ტიბეტელი ლამების აღმოსავლური სწავლება გაანალიზა. აღმოჩნდა, რომ სუფთა წყალი — ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის ერთადერთი წყაროა, მისი დალევა კი წესის დაცვით უნდა მოხდეს.
ადამიანის ორგანიზმი 60-80% წყალისგან შედგება. სწორედ აქედან გამომდინარეობს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა დავლიოთ ბევრი წყალი? — იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ! სიტყვაში "ბევრი" არ იგულისხმება გარკვეული ლიტრაჟი. დღეში რვა ჭიქა წყალის დალევა საერთოდ არ არის აუცილებელი, ყოველშემთხვევაში სამეცნიერო დადასტურება ამას არ აქვს. ოფიციალურ მედიცინაში ითვლება, რომ უნდა დალიოთ იმდენი რამდენის მოთხოვნილებაც ორგანიზმს გააჩნია და მაშინ როდესაც გწყურია.
სითხის საჭირო ოდენობა დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, წონაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, გარემოზე, კვებაზე და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე. აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტის სტატისტიკური გამოკვლევების თანახმად მამაკაცისთვის საკმარისია დღეში 3,7 ლ სითხის მიღება ხოლო ქალბატონებისთვის 2,7 და არ აქვს მნიშვნელოვა რა ფორმით მიიღებს სითხეს თქვენი ორგანიზმი: წვენის სახით, ჩაის სახით, სუპის სახით თუ ხილის სახით.
ხოლო აღმოსავლური სწავლებები თანახმად, მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლოდ სწორედ ცხელი წყალი ითვლება. არც მდუღარე და არც თბილი, წყალი რომლის ტემპერატურაც 40-45 გრადუსია. ამასთანავე ყელაზე ცუდი რაც ადამიანმა შეიძლება ორგანიზმს გაუკეთოს ცივი წყალის ან ყინულიანი სასმელების დალევაა.
ტიბეტელი ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ერთი ჭიქა ცხელი წყალი დილით, უზმოზე სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს! ცხელი წყალი ანადგურებს მიკრობებს. კაფეში და რესტორანშიც კი, სანამ კლიენტს შეკვეთას მიუტანენ მას ცხელი წყლით სავსე ფინჯანს სთავაზობენ.
აიუვედა ამტკიცებს, რომ გაღვიძების შემდეგ ცხელი წყალის მიღება შაკიკის, მაღალი წნევის, ანემიის, სიმსუქნის, ართრიტის და სხვა დაავადებების მოშრებაში დაგეხმარებათ,
რათქმაუნდა საღი აზრი ამ თეორიებში არის. ცივი წყლით ორგანიზმი არ ფხიზლდება, არამედ განიცდის შოკს და რთავს ნიშნებს, რომელიც მიმართულია წყალის ოფტიმალურ ტემპერატურამდე გათბობისკენ — ორგანიზმის შინაგან ტემპერატურამდე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საჭმლის მომნელებელ ორგანოებში წარმოიშვება სისხლძარღვების სპაზმი და კუჭის კედლების დასაცავად გამომუშავდება უფრო მეტი ლორწო, შესაბამისად საჭმლის მონელების პროცესი ნელდება. მუცლის სპაზმთან ერთად წარმოიქმნება ნაღვლის ბუშტის სპაზმიც და ხდება ნაღველის დადგომა.
საკვები ნივთიერებების შეთვისების მაგივრად ორგანიზმის ენერგია გადართულია ტემპერატურის რეგულირებაზე. ეს არ არის საუკეთესო გზა კალორიების დასაწვავად, უფრო მეტის ეს უარესი გზაა.
ცხელი წყლის დალევას მაძღარ კუჭზე აზრი არ აქვს. ეს უმჯობესია დილით გავაკეთოთ, უზმოზე. ერთი ჭიქა წყალი მოადუნებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუსკულატურას, გაწმენდს კუჭის კედლებს საჭმლის ნარჩენებისგან და კუჭის წვენისგან, დაანორმალიზირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს.
ერთი ჭიქა ცხელი წყალის წყალობით დარეგულირდება ნივთირებათა ცვლა, გაიწმინდება სისხლი და გაძლიერდება ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესი კანის საფარის, თირკმელების და ლიმფური სისტემის გავლით. გაუმჯობესდება ნაღველის გადინება, ორგანიზმი თანმიმდევრულად გაიღვიძებს და საჭმლის მომნელებელი სისტემა ჩაირთვება ძალიან მსუბუქად, შოკისა და გადატვირთვის გარეშე.
ყოველდღიურად წყალის დალევის ასეთი პროცედურის შემდეგ ცხიმოვანი ბზინვარების და აკნეს გარეშე კანი გექნებათ, შეამჩნევთ ზედმეტი წონის კლებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე და დანორმალიზდება არტერიული წნევა.
ნუ იმსჯელებთ, რატომ უნდა დალიოთ წყალი უზმოზე - უბრალოდ იმოქმედეთ! არ აადუღოთ, გააცხელეთ ყოველ დილით ერთი ჭიქა წყალი და სვით ნელა, პატარა ყლუპებით. ნუ იჩქარებთ საუზმობას, საკვები 20 წუთი მაინც არ უნდა მიიღოთ.