» » » მოასწარით ყვავილობის პიკზე: გაავსეთ ლიტრიანი ქილა მცენარეული ზეთით და იასამნისფერი ყვავილებით...

მოასწარით ყვავილობის პიკზე: გაავსეთ ლიტრიანი ქილა მცენარეული ზეთით და იასამნისფერი ყვავილებით...

იასამნის მომნუსხველი სურნელის დავიწყება შეუძლებელია. საგაზაფხულო ბაღების ნაზი და ტკბილი სურნელი სასიამოვნო შეგრძნებებით გვავსებს, მაგრამ ყველამ არ იცის ყვავილების სასარგებლო თვისებების შესახებ. მაგალითად ჩვეულებრივ იასამანს შეუძლია დახმარება გაგვიწიოს მრავალი დაავადების მკურნალობაში.



იასამნის ყვავილები


იასამნის აროამტი
იასამანი სამკურნალო თვისებების შესახებ ხალხურ მედიცინაში არაერთი ასეული წელია ცნობილია. ის ოსმალეთის იმპერიის ბაღებში ძალიან გავრცელებული მცენარე იყო. ვარაუდობენ, რომ სწორედ იქ დაიწყეს იასამნის პარფიუმერიული და სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება.


იასამანი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორიბინის მჟავას, ეთერზეთებს და ფლავონოიდებს, რომელიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იასამანი — შესანიშნავი სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილ გამაყუჩებელი საშუალებაა.

იასამნის არომატული ზეთი
მისით ამზადებენ ჩაის, ზეთს, კომპრესებს და მალამოს რომელიც რევმატიზმების, რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, პოდაგრისა და ქუსლის დეზის დროს გამოიყენება სამკურნალოდ. სამწუხაროდ იასამანის ზეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია სპეციალურ მაღაზიებშიც კი. თუმცა მისი დამზადება არანაერ სირთულეს არ წარმოადგენს შინაურ პირობებშიც კი.

ზეთის მომზადება იასამნის ყვავილისგან


ყვავილები აუცილებლად უნდა შეგროვდეს ტყე-პარკოვან ზონაში ან ქალაქგარეთ — მტვრიანი ქალაქებისგან და სამრეწველო ზონებისგან მოშორებით.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • იასამნის ახალი ყვავილები
  • ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოკვეთილი სუნის გარეშე
  • 1 ლიტრიანი ქილა თავსახურით
  • სუფთა მარლა


მომზადების წესი:
  1. აკურატულად მოაცალეთ ყვავილები ღეროს და გაავსეთ ქილა
    მოაცალეთ ყვავილები ღეროს
    ჩაყარეთ ყვავილები ქილაში
  2. გაათბებთ მცენარეული ზეთი 40 გრადუსამდე და პირთამდე გაავსეთ ქილა.
  3. დაახურეთ ქილას თავსახური და დააყენეთ 2 დღე.
    გაავსეთ ქილა და დაახურეთ თავსახური
  4. გაფილტრეთ ზეთი მარლის დახმარებით, კარგად გაწურეთ იასამნის ყვავილები.
  5. კვლავ გაათბეთ ზეთი და დაუმატეთ ყვავილების ახალი პორცა, კვლავ დააყენეთ.
    გაიმეორეთ პროცედურა
  6. პროცედურები გაიმეორეთ იმ დრომდე სანამ საკმაოდ არომატულ ზეთს არ მიიღებთ.



გამოყენება:
  1. ასეთი ზეთი უნდა წაისვათ შუბლზე და საფეთქლებზე შაკიკის დროს. მტკივან სახსრებზე შეიზილეთ ზეთი მასირებადი მოძრაობებით რევმატიზმების და სხვა მამოძრავებელი ორგანოების ტკივილის დროს. სცადეთ დაამატოთ ეს ზეთი კრემში, ლოსიონში, შამპუნში და კონდიციონერში - ამით თქვენ გაამდიდრებთ თქვენს კოსმეტიკურ საშუალებას ჯადოსნური არომატით და ფასეული ნივთიერებებით.
    იასამნის მზა ზეთი

  2. დღეს თანამედროვე მემცენარეები ძველებურად იყენებენ იასამნის ზეთს გამონაყარის, მზის დამწვრობის, პატარა ჭრილობების, ნაკაწრების და კანის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა ჭირქოვანი აკნე, ფერიმჭამელები, ძირმაგარა. თუკი ზეთს საწმენდ საშუალებაში დაუმატებთ სახლის დალაგების დროს, მაშინ თქვენი სახლი იასამნის არომატით აივსება.

  3. ასეთი ზეთი კურნავს ბრონქიტს, გაცივებას, ანგინას, გრიპს, გამოიყენება ინჰალაციაში. იასამანი ხსნის სტრეს და ყოველგვარ ნერვულ აშლილობას, ზრდის ლიბიდოს ქალებშიც და მამაკაცებშიც.
    იასამანის გამორჩეული სამკურნალო თვისებები


  4. იასამნის ყვავილების ზეთი აუმჯობესებს მდგომარეობას ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ამისათვის იყენებენ კომპრესებს და სახვევებს ზეთით განჟღენთილი ბამბის ხელსახოცების გამოყენებით, ზემოდან იხვევენ საკვების პლიონკას. ასეთი პროცედურები განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა სახსრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ვარჯიშებთან კომპლექსში.



თუ ამ რეცეპტმა დაგაინტერესათ ნუ დაკარგავთ დროს შეაგროვეთ იასამნის ყვავილები, სანამ ისინი ჯერ კიდევ ყვავიან და დაამზადეთ ეს მართლაც შესანიშნავი ზეთი! ასეთივე პრინციპით თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ბაბუაწვერას სუპერსასარგებლო ზეთიც.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.