» » » იასამნის ნაყენის გამოყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ: საუკეთესო რეცეპტები დაწვრილებით

იასამნის ნაყენის გამოყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ: საუკეთესო რეცეპტები დაწვრილებით

მას უწოდებენ მელიის კუდს. გაზაფხულზე ერთ-ერთი პირველი ყვავილია, რომელიც ყვავილობას იწყებს. მაისში მთელი რიგი თეთრი, იასამნისფერი იასამნის ყვავილები. მისი თავბრუდამხვევი არომატები გარშემო იფრქვევა და იშვიათია რომ ვინმემ ცდუნებას გაუძლოს და ქუჩიდან სახლში არ წაიღოს რომ სახლში ვაზაში ჩადოს. და მთლად უშედეგოდ არა, რადგან სწორედ ამავე სუნმა თავბრუ შეიძლება კვლავ დაგახვიოთ და არტერიული წნევა აგიწიოთ, გამოიწვიოს ძლიერი შაკიკი. ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით თანამედროვე მოყვავილე იასამნის შესახებ, რომელიც შეიძლება ბევრი დაავადების სამკურნალო წამალი ან შხამი იყოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მასში შედის ციანიდის მჟავა - შხამი. 

ხალხურ მედიცინაში იასამნის სპირტიანი ნაყენის სახლის პირობებში გამოყენება მთელ რიგ უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ. 

სანამ იასამნის ნაყენის გამოყენებას იპოვით, მისი მომზადება უნდა იცოდეთ. შეაგროვოთ სამკურნალო ნედლეული (ყვავილები და ფოთლები), რომელიც საავტომობილო გზებისა და შენობებისგან მოშორებით იყიდება. ეს მშრალ ამინდში უნდა გააკეთოთ. აქამდე არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რა ფერის იასამანი უფრო სასარგებლოა. ზოგიერთ რეცეპტში მითითებულია, ზოგში კი არჩევანს ჩვენ გვიტოვებენ. და მაინც კვლევების უმეტესობა თვლის, რომ უმჯობესია თუ უპირატესობას თეთრ ყვავილებს მივანიჭებთ. 

100 გრ ახალ დაკრეფილი ყვავილები (ფოთლები) ლიტრიან ქილაში მოათავსეთ, სპირტი ბოლომდე დაასხით. დაახურეთ თავსახური და ნებისმიერ ბნელ ადგილას 10 ღამით დადგით. გაწურეთ ნახევარი მარლაში და დანიშნულების მიხედვით გამოიყენეთ. 

სახლის იასამნის ნაყენი არაყზე ზუსტად ამ რეცეპტით მზადდება. ზოგჯერ, დაავადებიდან გამომდინარე სპირტს უფრო ბევრს ან ნაკლებს ამატებენ. 

სინამდვილეში რეცეპტები უფრო ბევრია, მაგრამ ეს კლასიკურ ჟანრად ითვლება: ასეთი ნაყენი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ. ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იასამანს იყენებდნენ: მისი სამკურნალო თვისებები თანამედროვე კვლევებითაც დამტკიცებულია. 

სპირტზე დაფუძნებული იასამნის ნაყენის სასარგებლო თვისებები

ნაყენის მოსამზადებლად ფოთლებს ან ყვავილებს იღებენ: სამკურნალო თვისება ერთნაირი აქვთ და სხვადასხვა დაავადებებს კურნავს. სწორი მომზადების და გამოყენების შემთხვევაში იასამნის ნაყენი:
  • თირკმლის ანთებით დაავადებას კურნავს, ამსუბუქებს მდგომარეობს თირკმელში ქვების არსებობის დროს;

  • გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი და ოფლსადენი საშუალება გრიპის, ციებ-ცხელების, მალიარის დროს;

  • გვეხმარება ართრიტის, პოდაგრის, პოლიართრიტის, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის დროს. იასამნის ნაყენი ართროზის დროს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა; 

  • ნერვულ დარღვევას კურნავს;

  • აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისება; 

  • ლარინგიტის დროს გვეხმარება;

  • დერმატომიკოზის დროს გამოიყენება; 

  • ამსუბუქებს შაკიკს;

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს გამოიყენება;

  • შესანიშნავი ხველების საწინააღმდეგო და ანტი-ტუბერკულოზის საშუალებაა.


გარდა ამ ყველაფრის, იასამნის ყვავილები როგორც მისი ფესვები, ფოთლები მწარე გემო აქვს სირინგინის გამო - ნივთიერების, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისება. ასე რომ სახლის პირობებში იასამნის გამოყენება მარტივია. წაიქეცით - წაისვით - მორჩა. გახველებთ - მიიღეთ - განიკურნეთ. ამასთან შინაგანი გამოყენება ბავშვებში ნებადართულია. თუმცა ყველაფერი ასე უსაფრთხოდ არაა: სამკურნალო იასამნის ნაყენს უკუჩვენებებიც აქვს:

სპირტზე დაფუძნებული იასამნის ნაყენის უკუჩვენებები

ეს სამკურნალო ნაყენი შხამიანიც არის, ამიტომ მისი შინაგანი გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. გამოდის, რომ იასამანი სამკურნალო თვისებასაც და შხამსაც შეიცავს და განსაკუთრებით ეს სპირტიან ნაყენს ეხება. 

ის უკუჩვენებულია:

  • ამენორეა (ეს არის ხანგრძლივი დაყოვნება მენსტრუაციაში);

  • ქრონიკული თირკმლის უკმარისობა;

  • ატონური ჩაკეტვები;

  • კუჭის რთული დაავადებები;

  • გლომერულონეფრიტი.


ყველა სხვა შემთხვევაში მისი მიღება დაშვებულია. საჭიროა გამოყენების სქემა იცოდეთ. სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მთავარი რეცეპტის ვარიაციები არის მიღებული, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: ეს საშუალების ეფექტს გააძლიერებს.

თირკმლის დაავადება 

100 გრ ფოთლებს 2 ლ სპირტი დაასხით. შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივ რეცეპტის მიხედვით. მიიღეთ ჭამამდე 20 წვეთი (შეგიძლიათ ჩაის დაუმატოთ ან ცალკე მიიღოთ) დღეში სამჯერ. 

მაღალი ტემპერატურა

100 გრ ფოთლები გარეცხეთ და ლიტრიან ქილაში მოათავსეთ, დაუმატეთ 2 გრ აბზინდა, 1 გრ ევკალიპტის ზეთი. დაასხით 1 ლ არაყი, გააჩერეთ ბნელ ადგილას 20 დღე-ღამე. მაღალი ტემპერატურის დრო ჭამამდე 50 გრ დალიეთ. თუ პირველ ჯერზე არ გიშველათ, დღეში სამჯერ მიიღეთ. 

ჭრილობა, დაზიანება, ტრავმა

იასამნის1 ჭიქა  ახალ ყვავილებს 500 მლ არაყი დაასხით, ქილას თავზე დაახურეთ და 2 კვირით ბნელ ადგილას შეინახეთ. კომპრესები დღეში 5-ჯერ გამოიცვალეთ. 

ზურგის ტკივილი, რევმატიზმი

იასამანი ასევე სახსრების, ხერხემლის, ძვლების ტკივილის მოსახსნელად გამოიყენება. 1 ჭიქა იასამნის ყვავილს 500 მლ სპირტი ან არაყი დაასხით. გააჩერეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამე. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას დღეში 2-ჯერ. 

ოსტეოქონდროზი, ართრიტი, ართროზი

​დააქუცმაცეთ ახალი იასამნის ყვავილი, რომ 2 ს/კ მიიღოთ. აურიეთ 300 გრ ბოლოკის წვენსა და 200 გრ თაფლში. ჩაასხით 100 მლ არაყი, და ბნელ ადგილას ერთი დღე-ღამე გააჩერეთ. მტკივნეულ ადგილზე წასმამდე კარგად უნდა შეანჯღრიოთ.

პოდაგრა, მარილის დაგროვება, რევმატიზმი, სახსრების ართრიტი

იასამნის ახალი ყვავილები ნახევარ ლიტრიან მინის ქილაში თავისუფლად ჩაყარეთ ბოლომდე, დაასხით სპირტი (უმჯობესია 40%-იანი), დაახურეთ, ბნელ ადგილას დადგით 3 კვირით, გადაწურეთ. მიიღეთ შიგნით ჭამის წინ 30 წვეთი, დღეში 3-ჯერ 3 თვის განმავლობაში. 

დაზიანებული ქუსლი

კლასიკური რეცეპტით დაყენებული ნაყენის კომპრესი გამოიყენეთ დაზიანებულა ადგილას, გამოცვალეთ დღეში 3-ჯერ. პარალელურად შიგნით მიიღეთ (შეიძლება ჩაისთან ერთად) 30 წვეთი ჭამამდე დღეში 3-ჯერ. 

ანგინა, ლარინგიტი

კლასიკური რეცეპტით დამზადებული 1 ს/კ ნაყენი 100 მლ წყალში გახსენით, გამოივლეთ ყელში 3 საათში ერთხელ.

შაკიკი

კლასიკური რეცეპტით დამზადებულ ნაყენში ბამბის დისკო დაასველეთ, საფეთქლებსა და შუბლზე შეიზილეთ. ტკივილი 5 წუთის განმავლობაში გაქრება. ამ შემთხვევაში ნაყენის ყვავილები აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება. 

გული

ნახევარ ლიტრიან მინის ქილაში კარგად აავსეთ იასამნისფერი იასამანი, დაასხით სპირტი ან წყალი. გააჩერეთ ერთი კვირა. გულის ტკივილის დროს და გაციებისა 1 ჩ/კ ნაყენი წყალთან ერთად მიიღეთ.

ხველება

30 გრ ახალი თეთრი იასამნის ყვავილები ლიტრიან მინის ქილაში ჩაყარეთ, არაყი ბოლომდე დაასხით, თავდახურული 2 კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ. ძილის წინ 30 წვეთი ნაყენი ჩაისთან ერთად დალიეთ. 

აი ასეთი უნიკალური ნაყენი მზადდება სახლის პირობებში. ხალხური მედიცინის გამოყენება ბევრ სხვადასხვა დაავადებას თავიდან აგაცილებთ, რომელთაც ხშირად მედიკამენტებიც კი ვერ შველის. თუ ყველას სწორად შეასრულებთ, მისგან ბევრ სარგებელს მიიღებთ და ბევრი უსიამოვნება გაქრება. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.