გასაკვირი არ არის, რომ დაავადებულები სულ უფრო ხშირად სვავენ კითხვას, რომელი პროდუქტების მიღეებაა შესაძლებელი შაქრიანი დიაბეტის დროს, რადგან პროდუქტების უმრავლესობის მიღება დიაბეტიკებს ეკრძალებათ.
პროდუქტები შაქრიანი დიაბეტის დროს
გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია რიგ პროდუქტებზე უარის თქმა, რომლებიც საფრთხის შემცველია ნივთიერებათა ცვლისთვის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში.
უარი უნდა თქვათ შაქარზე, კანფეტებზე, შოკოლადზე, ნაყინზე, მურაბაზე, იოგურტზე, ცხიმიან რძის პროდუქტებზე, ხორციან ბულიონებზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ფქვილით მომზადებულ საკვებზე.
დიაბეტიკებისთვის სრულიად აკრძალულ პროდუქტებში შედის ქონიანი ღორის ხორცი, ძეხვი, სარდელი, სოსისი, თეთრი ბრინჯი, ტკბილი ჯიშის ხილი (ბანანი, ფინიკი, ყურძენი) ნამცხვარი და ტორტი კრემით, ფასტფუდი.
დიაბეტიკებისთვის რეკომენდირებული არ არის ჩაშუშული, მოხარშული ან შემწვარი საკვების მიღება. ხოლო მცენარეული პროდუქტები უმჯობესია მიირთვან ცოცხალი სახით, ამგვარად ისინი ბევრად უფრო სასარგებლოა.
სამაგიეროდ ამ დაავადების მატარებლებს თამამად შეუძლიათ მიირთვან უფრო სასარგებლო საკვები, იკვებონ ბოსტნეულის სუპებით, ცოცხალი ბოსტნეულით, ფაფებით, ნატურალური წვენით. ხილიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს მსხალს, ვაშლს, ალუბალს, ქლიავს, ფორთოხალს და ლიმონს.
ხოლო დიაბეტიკებისთვის ხშირად უწოდებენ კიტრს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოსტნეული 97%-ით წყლისგან შედგება. თუმცა კაროტინის, ნატრიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა ამ ბოსტნეულს განსაკუთრებულად სასარგებლოს ხდის.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დიაბეტს თან სდევს გასუქების პრობლემაც. კიტრი კი გახდომაში გვეხმარება თავისი დაბალკალორიულობის და საგრძნობი ლაქტაციის ეფექტით. დიეტოლოგები რეკომენდაციასაც კი გვიწევენ კვირაში ერთხელ ჩავატაროთ განტვირთვის დღე, რომლის დროსაც 2 კბ მდე კიტრი უნდა მივირთვათ. ამ დღეს თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას და უფრო უკეთესია თუ წინასწარ კონსულტაციას გაივლით მკურნალ ექიმთან.
რედაქციაში ხშირად გვეკითხებიან რა პროდუქტებია ნებადართული დიაბეტიკებისთვის და რა არის აკრძალუი, დღევანდელი სტატიის მომზადებაც სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ მოვიძიოთ და მოვამზადოთ თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია, იმედი გვაქვს ჩვენი შრომა თქვენს ცხოვრებას ცოტათი მაინც გააუმჯობესებს. გააზიარეთ ეს სტატია თქვენც გაუწოდეთ დახმარების ხელი თქვენს მეგობრებს.