მე გამახსენდა როგორ უმკლავდებოდა ამგვარ პრობლემას ბებია. მისი ჯადოსნური ხრიკის მთავარი შემადგენელი იყო ჩვეულებრივი ქაღალდის წებო. ბებო მეთოდით დაწმენდილი ტაფები ახლებურად ბზინვარებდენ. დღეს რჩევების რედაქცია სწორედ ამ ხერხს გასწავლოთ.
როგორ გავწმინდოთ ტაფა ნამწვარისგან
თუ თქვენს სამზარეულოში მოიპოვება 20-50 წლის ტაფა, ის სავარაუდოდ ხარისხით ახლანდელ პროდუქციას აჯობებს. ამიტომ საჭიროა მცირეოდენი ძალისხმევის გამოჩენა, რათა მისი განახლება შევძლოთ და ვისარგებლოთ საუკეთესო ჭურჭელში მომზადებული საჭმლის ყველა უპირატესობით.
აუცილებლად უნდა აიღნიშნოს, რომ 15-20 წლის წინანდელი ნამწვარის მოშორება მარტივი საქმე ნამდვილად არ გახლავთ და მასთან გამკლავება თქვენ სწრაფად არ გამოგივათ. დახარჯული დროის სამაგიეროდ კი თქვენი ძველი ჭურჭელი თავდაპირველ სისუფთავეს მიიღებთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- შესაბამისი ზომის ჭურჭელი
- 5 ლიტრი წყალი
- საფხეკი, პატარა დანა, ლითონის ღრუბელი
- 350-500გრ სილიკატური წებო (თხევადი შუშა)
მომზადების და გამოყენების წესი:
- თავდაპირველად შეავსეთ ჭურჭელი წყლით და შემოდგით დიდ ცეცხლზე გასაცხელებლად.
- ალბად ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა და აქვე გეტყვით, სილიკატური წებოს შეძენას შეძლებთ ნებისმიერ საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში და ასევე სამშენებლო მასალების მაღაზიებშიც. თუ წებოს დიდი ოდენობა გესაჭიროებათ უმჯობესია სამშენებლო მაღაზიაში შეიძინო იქ სადაც მას ვედროებით ყიდიან
სილიკატური წებოს მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, შეუძლია ამოჭამოს საკმაოდ მყარად ჩამჯდარი ჭუჭყიც კი. ამასთანავე ის პრაქტიკულად უსაფრთხოა ადამიანისთვის. - ჩაასხით საკანცელარიო წებო წყალში და პერიოდულად ურიეთ ნაზავს.
- მიიყვანეთ ხსნარი დუღილის მდგომარეობამდე და ჩატვირთეთ მასში ტაფა.
- თუ დაბინძურება საკმაოდ დიდია მაშინ ჭურჭელი უნდა ხარშოთ მინიმუმ 1 საათი. ასეთი ხსნარის ერთ პორციაში თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმეჯერაც გამოხარშოთ ჭურჭელი.
- პერიოდულად არ დაგავიწყდეთ დაუმატეთ წყალი და ასევე შეამოწმეთ ნამწვარი სიმყარეზე.
- როგორც კი შეამჩნევთ, რომ ნამწვარი თქვენს ტაფაზე შედარებით შერბილდა, ხოლო წყალი გამუქდა, შეგიძლიათ ამოიღოთ ტაფა. გამოიჩინეთ განსაკუთრებული აკურატულობა, ტაფა ცხელი იქნება ამიტომ დაიხმარეთ რაიმე, მაგალითად პირსახოცი. ტაფის შიგნიდან და გარედან გასუფთავების პროცეს შეუდექი საფხეკით, დანით და ალუმინის ღრუბელის დახმარებით.
- მას შემდეგ რაც ტაფას გამოხარშავთ და გაწმინდავთ, გარეცხეთ ის სარეცხი საშუალების გამოყენებით და გულდასმით გადაავლეთ სუფთა წყალი.
რედაქციის რჩევა:
გასუფთავებული მეტალი კარგავს ბუნებრივ წვისაწინააღმდეგო საფარს, ამიტომ შესაძლოა საკვები მიიწვას. ამ უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, სასურველია ტაფა დამუშავდეს.
მაგალითად, წაუსვით მზესუმზირის ზეთი შიგნიდან და გარედან, შემდეგ კი გამოწვით ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე - 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოდგით ტაფა გააგრილეთ და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ გამოწვის პროცედურა.
რჩევების რედაქცია ყოველდღიურად ცდილობთ მოიძიოს და მოამზადოთ თქვენის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, იმედი გვაქვს ჩვენი შრომით მცირედით მ აინც გიადვილებთ ცხოვრებას. ნუ დაიზარებთ გააზიარეთ ეს ინფორმაცია დაეხმარეთ თქვენს მეგობრებსაც.