» » » აშორებს ნებისმიერ სიბინძურეს ფილიდან კვალის გარეშე. მარტივი რეცეპტი შესანიშნავი შედეგით

აშორებს ნებისმიერ სიბინძურეს ფილიდან კვალის გარეშე. მარტივი რეცეპტი შესანიშნავი შედეგით

ძალიან მიყვარს როცა სახლში ყველაფერი ანათებს და ბრწყინავს. დალაგებას, როგორც ნებისმიერი დიასახლისი, ნორმალურად ვუდგები, მაგრამ არის რაღაც, რომლის გაკეთებაც საერთოდ არ მიყვარს. სწორედ ამ კატეგორიაში ხვდება დაბინძურებული ფილების გაწმენდა. 

გაფორმებული ზედაპირები, იქნება ეს კერამიკა, მარმარილო თუ გრანიტი, ექსპლუატაციაში ჯიუტები არ არიან და განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებენ. მაგრამ უნაკლო სისუფთავისა და პრიალებისთვის ფიზიკური ძალისხმევის გაწევა არის საჭირო.

ჩემ შემთხვევაში ფილების გაწმენდის არ სიყვარული ბევრ სარეცხ საშუალებაზე ალერგიული რეაქციით არის გამოწვეული.




როგორ გავწმინდოთ ფილები

იმისათვის, რომ კაფელს ცხიმი ეფექტურად მოაშოროთ ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს. სამზარეულოში კაფელის და სააბაზანოს კედელზე კერამიკული ფილების გაწმენდაში ბევრი სარეცხი საშუალება დაგეხმარებათ, რომლებიც ზუსტად კერამიკული ზედაპირებიდან ცხიმის მოშორებაზე არის განკუთვნილი. 

ეს შეიძლება ნებისმიერი მწარმოებლის პროდუქტი იყოს, რომლებიც სუპერმარკეტებში იყიდება.



მაგრამ, რა გავაკეთოთ მაშინ, როცა ასეთი საშუალებები ხელის კანზე ნეგატიურად მოქმედებს და, როგორც წესი, მთელ ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს?

ბუნებრივია სიბინძურესთან ბრძოლის ალტერნატიული მეთოდები არსებობს. ისინი უფრო იაფი, უსაფრთხო და კარგი შედეგის მომტანია. "რჩევების" რედაქციამ თქვენთვის მოამზადა მარტივი საშუალება, თუ როგორ მოაშოროთ ნებისმიერი სიბინძურე ფილებიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მოაშორეთ თამაშით!



ეს რეცეპტი ბებიამ მიკარნახა. საშუალების შედგენა დიდ ხარჯებს არ მოითხოვს, ეფექტურობით კი თანასწორი არ ჰყავს. 



თქვენ დაგჭირდებათ

  • 5 ლ წყალი

  • 1/2 საკვები სოდა

  • 1/3 ლიმონის წვენი

  • 1/4 თეთრი ძმარი




მომზადება და გამოყენება

  1. წყლით სავსე ჭურჭელში დაამატეთ სოდა და ურიეთ სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. 



  2. მიღებულ ნარევს დაუმატეთ ლიმონის წვენი, შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ ძმარი. ქაფის ამოსვლის შემდეგ ნარევი სპრეი ბოთლში გადაიტანეთ, ასე მისი გამოყენება უფრო კომფორტული იქნება. 



  3. გასაწმენდად, დაბინძურებულ ადგილას დაასხით. დატოვეთ ნახევარი საათით, შემდეგ კი ჩოთქის ან ღრუბლის გამოყენებით დაბინძურებულია ადგილი გაწმინდეთ. 



  4. სიბინძურე უკვალოდ გაქრება, თქვენი ფილები კი ახალივით იქნება!




ასევე მსგავსი ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც იატაკის დეზინფექციის საშუალება. 

შედეგს წამიერად იხილავთ - იდეალური სისუფთავე გარანტირებული გექნება!



გამოცდილმა დიასახლისებმა იციან: კაფელის გაწმენდა - წარმატების ნახევარია, მთავარია - გაწმენდის შემდეგ კარგად გაამშრალოთ. ქსოვილი სისველეს უნდა იწოვდეს და კვალს არ უნდა ტოვებდეს. იდეალურ შემთხვევაში გამოიყენეთ მოჰერი, ან ბამბუკის პირსახოცი. 

აუცილებლად გეკეთოთ რეზინის ხელთათმანები, მნიშვნელობა არ აქვს რომელ საშუალებას გამოიყენებთ. ასევე გახსოვდეთ: კაფელის გაწმენდას ქვემოდან იწყებენ, გამშრალებას ზემოდან.

შეიარაღდით ამ მარტივი რეცეპტით და გახსოვდეთ, რომ სახლში რაც უფრო მავნე საშუალება გაქვთ, მით უფრო უკეთ მოქმედებს ეს თქვენს და თქვენი ოჯახის  ჯანმრთელობაზე!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.