როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი ბზინვარება თუჯის ტაფებს
თქვენ დაგჭირდებათ:
მარილი
მცენარეული ზეთი
წყალი
სამზარეულოს ტილო
ინსტრუქცია:
მაობნიეთ მარილი დაბინძურებული ტაფის ზედაპირზე და ხელით მსუბუქად დაამუშავეთ ის.
დაასხით მცირეოდენი მცენარეული ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად დაამუშავეთ ტაფის ზედაპირი. დატოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით.
ჩაამატეთ ტაფაში წყალი, კარგად მოავლეთ და გადაღვარეთ.
სამზარეულოს ტილოს გამოყენებით გააპრიალეთ თქვენი ტაფა. დატკბით შთამბეჭდავი შედეგით!
კიდევ ერთი მარტივი მეთოდი ჩვენს ვიდეოში, რომლის დახმარებითაც მარტივად გააპრიალებთ თქვენს ტაფებს:
ეს საოცრად მარტივი მეთოდია, რომელიც შესანიშნავი ეფექტით გამოირჩევა. გამოცადეთ ის თავად და მიღებული შედეგით ნასიამოვნები დარჩებით.