» » » ხალხური რეცეპტები, რომლებსაც ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს ტუბერკულოზის სამკურნალოდ

ხალხური რეცეპტები, რომლებსაც ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს ტუბერკულოზის სამკურნალოდ

ტუბერკულოზი ინფექციური გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზური მიკობაქტერია (კოხის ჩხირი) იწვევს. არსებობს ადამიანის, ხარის, ფრინველის და სხვა ტიპის ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ორგანიზმში მათი მოხვედრის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფილტვის ანდა სხვა ორგანოების ტუბერკულოზი.
ფილტვის ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, კეროვანი, ინფილტრაციული ტუბერკულოზი, კავერნული, ფიბროზულ-კავერნული, ციროზული ტუბერკულოზი და პლევრიტი.
ტუბერკულოზით დაავადებას ხელს უწყობს არა მარტო შეჭრილი ინფექცია, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მისი ბრძოლის უნარი და გამძლეობა.

ტუბერკულოზის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:


  • შვრიით ან ქერით გავავსოთ ქვაბის ორი მესამედი. დარჩენილი მესამედი შევავსოთ რძით ქვაბის პირიდან 2 თითის დადებამდე, შემდეგ კი ჩავუმატოთ ერთი თითის დადებამდე გადამდნარი ქონი. დავაფაროთ სახურავი და შევდგათ ჰაერღუმელში. ვუმატოთ რძე მანამ, სანამ არ ჩაფლავდება მარცვლები. ვსვათ ეს ნაზავი თითო სირჩით დღეში 3-ჯერ. რძე უნდა იყოს ახალი.

  • ავიღოთ შავბალახას როგორც ღეროები, ისე ფოთლები და ჩვეულებრივი ვარდკაჭაჭას ფესვები. ეს ორი ბალახი წამოვადუღოთ, გავწუროთ და ვსვათ როგორც ჩაი 3-ჯერ დღეში ღვინის ჭიქით 9 კვირის განმავლობაში.

  • ერთ ბოთლ ღვინოში მოვათავსოთ ალოეს 4 ღერი და დავაყენოთ ოთხი დღე. ვსვათ 3-ჯერ დღეში თითო სირჩით.

  • ხალხური მედიცინა ტუბერკულოზით დაავადებულებს ურჩევს გაძლიერებულ კვებას - გადამდნარი ქონით, რძით, კვერცხით, ლორით. გარდა ამისა, აუცილებელი პირობაა: დასვენება, წოლითი რეჟიმი, სუფთა ჰაერი დღისითა და ღამით, სრული სულიერი სიმშვიდე, არავითარი მღელვარება. საკვების მიღება საჭიროა ყოველ 2-3 საათში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.